"მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ომს..." - ცნობილი უკრაინელი სპორტსმენი უმძიმეს ამბავს ავრცელებს

AutoSharing Option
ცნობილი უკრაინელი სპორტსმენი ოლგა ლიახოვა სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავს ავრცელებს. როგორც ის საკუთარი Instagram-ის გვერდზე წერს, მისმა ბებიამ უკრაინაში რუსების მიერ გაჩაღებულ ომს ვერ გაუძლო. 

"მისმა გულმა ცხოვრებაში მეორე ომს ვერ გაუძლო... თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. მაპატიე ყველაფერი... მჯერა, სამოთხეში ბედნიერი იქნები და იქ ბაბუას შეხვდები...

სამუდამოდ ჩემს გულში იქნები", - წერს ლიახოვა სოციალურ ქსელში. 

ცნობილი ხდება, რომ ოლგას ბებია რუბიჟნეში გარდაიცვალა. მან შვილიშვილთან 9 მარტის შემდეგ ურთიერთობა შეწყვიტა, 18 მარტს კი მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული