ბუჩას სისასტიკეს უკრაინის რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შეეწირა

AutoSharing Option
უკრაინის რაგბის ასოციაციამ კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, ოლექსი ცობკოს დაღუპვის შესახებ გამოაცხადა, რომელიც კიევის რეგიონში ქალაქ ბუჩას იცავდა.

"ოლექსი ცობკო დაიღუპა ბუჩის თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცობკო 2003-05 წლებში ადგილობრივი რაგბის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მას, როგორც მოთამაშეს, კაპიტნის სამკლავურის ტარების პატივი ჰქონდა.

სამხედრო შეჭრის შემდეგ ბევრმა უკრაინელმა სპორტსმენმა იარაღი აიღო და ომში საკუთარი სამშობლოს დასაცავად წავიდა. სამწუხაროდ, არაერთი მათგანი ბრძოლებში დაიღუპა.

მოგეხსენებათ, ბუჩაში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საშინელი სისასტიკე გამოავლინეს. შემზარავი კადრები მას შემდეგ ვიხილეთ, რაც ტერიტორია ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.

alt

"მაგ ბიჭებზე ხელის ჩამორთმევაც კი არ მინდა..." - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი რუსებზე საუბრობს

alt"3 პატარა ანგელოზი მამის გარეშე დარჩა..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული