ჯერ ლეგენდარული მამა მოუკლეს, ახლა რუსეთის ობოლთა თავშესაფარში გზავნიან - უკრაინელი გოგონას სევდიანი ისტორია

AutoSharing Option
17 მარტს მარიუპოლთან შეტაკების შედეგად ლეგენდარული წყალბურთელი ევგენი ობედინსკი მოკლეს. CNN-ი ექსსპორტსმენის შვილზე, კირაზე, მძიმე ამბავს გვიყვება.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე კირა ხალისითა და სიყვარულით სავსე გოგონა იყო. დღეს? დღეს ობოლი და ტრავმირებულია. მამის გარდაცვალების შემდეგ ევგენის მეგობარ გოგონასთან ერთად მშობლიური ქალაქის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პიროვნებამ შემთხვევით ნაღმზე ფეხი დააბიჯა... 12 წლის გოგონა რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატარა კირა ახლა რუსეთის საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.

ბავშვს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. როგორც მოგახსენეთ, მამამისი
ლეგენდარული უკრაინელი წყალბურთელი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა 17 მარტს მარიუპოლის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი შეტევის შემდეგ მოკლეს.

კირას ბაბუას, ოლექსანდრს ეშინია, რომ საკუთარ შვილიშვილს ვეღარასდროს შეხვდება და გულში ვეღარ ჩაიკრავს, მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის მთავრობის ერთ-ერთმა კომპეტენტურმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ შეეძლო ჩასულიყო და ბავშვზე მეურვეობა დაებრუნებინა, საომარი ვითარების დროს მსგავსი ქმედება ხომ ავტომატურ სიკვდილს ნიშნავს...

CNN-თან ინტერვიუსას ოლექსანდრმა განაცხადა, რომ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გადაყვანას უპირებენ. ზოგადად, რუსეთის მთავრობის თქმით, საკუთარი ქვეყნის საზღვართან დაახლოებით 60 000 უკრაინელ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ სამშობლო მშვიდად დაეტოვებინა. უკრაინის წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი თქმით, დაახლოებით 40 000 ადამიანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ტერიტორიიდან ძალდატანებით გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს.

Sportall.Ge

გარკვეული პერიოდის შემდეგ ოლექსანდრმა კირასგან ხმოვანი შეტყობინება მიიღო, სადაც შვილიშვილი ბაბუას მოუწოდებს, რომ არ იტიროს. გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობა მყარია, მიუხედავად იმისა, თუ რამხელა ტრაგედია გადახდა თავს, წარმოუდგენელია დაკარგო ოჯახი, თავისუფლება, სახლი, იყო შენი სამშობლოს მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე და მაინც მხნედ იყო და ცდილობდე ერთადერთი დარჩენილი ოჯახის წევრის გამხნევებას, რომელსაც შენი ცხოვრების დარჩენილ წლებში ან შეხვდები და ან არა...

ამ დროს ემოციებმა იჭარბა და პატარა პრინცესას მედგრად დგომაც დასრულდა...

"უკვე დიდი ხანია არ მინახიხარ... მინდა, რომ ვიტირო" - ასე დასრულდა 12 წლის კირას ხმოვანი ჩანაწერი...

ექსწყალბურთელის სიკვდილიც ოლექსანდრმა 17 მარტს, პლატფორმა Telegram-ზე დაადასტურა:

"წყალბურთის ოსტატი ევგენი ობედინსკი მარიუპოლში 17 მარტს მოკვდა. ევგენი "ილიჩევეცის" რიგებში უკრაინის არაერთგზის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი იყო".

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
Უნდა გაადგურდეს  პუტინი და მისი მიმდევრები.
განდონი რუსები
23:58 29-04-2022
0
გაარუსებენ და უკრაინის მოძულეებეად გაზრდიან.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული