"ქართველი ტალანტების" აღარ გვეშინია - დავითმა, ხვიჩამ და რატიმ პრობლემური ადგილები აღმოფხვრეს

AutoSharing Option
"ქართველი ტალანტის" გამოყენებას სპორტში ცოტათი ვერიდებოდით, რადგან მოლოდინები არაერთხელ გაგვცრუებია. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო, მაგრამ შემდეგ ამას სათანადო გაგრძელება თუ არ მოჰყვება, ისტორიას მხოლოდ სასტარტო პერიოდი რჩება.

როცა ადრეული ასაკიდანვე სახეზე ყოველდღიურ პროგრესს ხედავ, უკვე თამამად შეგიძლია 20-21 წლის ასაკში სპორტსმენი შეაქო, თანაც, თუ გჯერა, რომ მასზე ყოველივე ეს უარყოფითად კი არ მოქმედებს, პირიქით...

ახლა 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" პირველ ნაბიჯებს დგამს, მასზე ერთი წლით პატარა დავით ნინიაშვილმა კი იტალიელებს ბათუმში დაანახა, ქართველებს როგორი რაგბი შეუძლიათ. "ბორჯღალოსნებს", მამუკა გორგოძის
მეთაურობით, ბრწყინვალე თაობა ჰყავდა, თუმცა ერთადერთი ნაკლი, რაც მათ შემთხვევაში იყო, ქართული რაგბი მხოლოდ ძალისმიერად და შერკინებაში გამორჩეულად აღიქმებოდა. წლების განმავლობაში ეს ნაკლებად იცვლებოდა და ღია, გაშლილი თამაშისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმებოდა. დავით ნინიაშვილი რომ "დაფრინავს", ამით დამატებითი სიხარული ისაა, რომ ის ჩვენთვის ასე პრობლემური უკანა ხაზის წარმომადგენელია, ეს კი საფუძველს ახალი ტიპის რაგბის უდებს, რომლითაც იტალიასა და მისი დონის ნაკრებებს მომავალშიც დავამარცხებთ.

Sportall.Ge

ნინიაშვილი საკლუბო დონეზეც გამორჩეულია და "ბარბაროსების"(მსოფლიო ნაკრები) სასტარტოშიც კი ითამაშა. მისი კარიერა ეტაპობრივად, გეგმაზომიერად და გონივრულად ვითარდება. ის ჯერ კიდევ საქართველოს პირველ ლიგაში ("ხვამლი") გამოდიოდა, როცა ნაკრების კარი გაუღეს. კვარაცხელია ვახსენეთ და როგორც ხვიჩას, ასევე დავითს, რაც საერთო აქვთ, ისაა, რომ ნამდვილი სპორტსმენები არიან - ბრძოლისუნარიანობით, საკუთარ თავზე მაღლა ახტომით, პასუხისმგებლობითა და ფსიქოლოგიური მდგრადობით.

გუნდურ სახეობებში წარმატებებს მივეჩვიეთ და ცოტა ხნის წინ კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი რომ რატი ანდრონიკაშვილის თამაშით დავამარცხეთ, ისიც 21 წლისაა. თუ პრობლემურ პოზიციებზე ვსაუბრობთ, კალათბურთშიც რაგბის მსგავსი მდგომარეობა იყო, უფრო წარმატებულები ფორვარდები იყვნენ და გამთამაშებლის პოზიციაზე კონკურენციას ვერ ვაწყდებოდით. ახალი თაობის ბიჭები უკვე ბევრ პრობლემას ხსნიან და არ დაგვავიწყდეს, ახლა მათი კარიერა რომ მხოლოდ იწყება.

ისევ "კვარას" უნდა დავუბრუნდეთ. მისმა თანატოლმა გიორგი მამარდაშვილმა ელიტარულ ლიგაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგვაბრუნა, ხვიჩა კი ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისუნარიანი გუნდით გამოვა და სერია "ა"-შიც გაიტანს. ეს სიხარული კი მონატრებული გვაქვს და ამდენი პრობლემის, ვირუსებისა და ომების ეპოქაში ხომ ძალიან გვჭირდება. ცოტა ტკბობას მივეცით, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა, სპორტის ემოციები ხომ ყველას აერთიანებს და ის ძალიან სასიამოვნოა. 

altგასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

alt"შეგიძლიათ, დამიძახოთ "კვარა", მაგრამ..." - კვარაცხელია "ნაპოლის" ფანებს თავის სახელისა და გვარის წარმოთქმას ასწავლის [VIDEO]

altროდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთი და კალათბურთი ჩემი უსაყვარლესი სპორტის სახეობებია. ისტორიაც კარგად ვიცი და წესებიც!!! რაგბში ექსპერტად ვერ გამოვდგები ნამდვილად, ვერ ვერკვევი წესებში, როდის და რატომ ინიშნება ჯარიმები...მაგრამ ის რაც გუშინ იტალიასთან აჩვენა საქართველოს ნაკრებმა, იყო ფანტასტიკა! შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, რა დონის რაგბს თამაშობდა ჩვენი ნაკრები!!! ფანტასტიკა! შეტევაც და დაცვაც საოცარი! (რა ლელოები არ დავადებინეთ იტალიელებს)!!! ნინიაშვილი უდავოდ გამორჩეული, ელიტალური დონის რაგბისტია!!! ხვიჩას ბავშვობის ასაკიდან ვაკვირდები და უდავოდ მოვლენაა ფეხბურთში:ღმერთისგან ფეხბურთელია!!! რატის თამაში ოკეანის გაღმა არასდროს მინახია და მისმა ბრწყინვალე თამაშმა ესპანეთთან გამაოგნა! გენაცვალეთ, წინსვლა მომავალი წარმატებები!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
12:52 11-07-2022
1
ყოჩაღ -კარგი წერილია, მაგრამ სპორტული ჟურნალისტების ერთ-ერთი ფუნქციაც არის -სწორად ტალანტების ძიება(დასავლეთში ასე არის) ...სწორად ,,ხვამლის,,-თანა გუნდებიდან- ყ ვ ე ლ ა სპორტის სახეობაში და მითაც დაკავდით (ყველგან უნდა დარბოდეთ,როგორც ევროპაში სპორტული ჟურნალისტები)
-წყალბურთიც გამოგრჩათ- მსოფლიოში მე-10-ე-დ ი დ ი შედეგია!
კახაბერი
13:36 11-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული