"მეუღლემ მომწერა და მითხრა, ჩემზე თქვი, რომ გიყვარვარო… 10 წელია ერთად ვართ მე და სალი. ადამიანს ჩემი ასე ესმოდეს, იშვიათია. ძალიან მაგრად მიგებს. მეც ვუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მიგებს ბევრ რაღაცაში. მაგრად მომყვება, რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად. ყველაფერი თბილისის "დინამოდან" წასვლით დაიწყო…
მგონი, სიყვარული არ ნელდება. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სიყვარული სულ თანმდევია. მონატრება არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ის გაანელოს. ჩემთან ერთად არ ცხოვრობს კვიპროსში, მიდის