ქართველმა მოციგურავეებმა ალმათის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

AutoSharing Option
ქართველმა მოციგურავეებმა ალმათის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ნიკა ეგაძემ და ინგა გურგენიძემ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
ცნობილი ყაზახი მოციგურავის, დენის ტენის, მემორიალური ტურნირი 27-28 ოქტომბერს იუნიორ და სინიორ მოციგურავეთა შორის ჩატარდა.

13 წლის ინგა გურგენიძემ იუნიორთა შორის ჩემპიონის ტიტული 174,18 ქულით მოიპოვა. 20 წლის ნიკა ეგაძე კი სენიორთა შორის გამართული ტურნირის ჩემპიონი 208,47 ქულით გახდა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული