"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

AutoSharing Option
რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. 3 დეკემბერს ფრონტზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, 5 ქართველის დაღუპვის შესახებ შევიტვეთ. გამოჩენილი ქართველი ფორვარდი შოთა არველაძე ამ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და
ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი.

დიდება გმირებს!"

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ქარ­თველ მებ­რძო­ლებს "კა­დი­რო­ვე­ლე­ბი" და­ესხნენ თავს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ავთო რუ­რუა, რო­მეო კვა­რა­ცხე­ლია, ბად­რი მარ­კე­ლია, მე­რაბ ალა­დაშ­ვი­ლი, რო­მეო ფირჩხა­ია.

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

alt"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 62 /
ზუსტად იმდენი წლის ვარ, რამდენისაც დამოუკიდებელი საქართველო და სულ რო წიგნი
არ მქონდეს წაკითხული საკმარისია განვლილ ცხოვრებას გადახედო და გამოიტანო აზრი რო რუსეთი მტერია! არ უყვარს საკუთარი ერი და შენ როგორ შეგიყვარებს. სამწუხაროდ, მარტო ბოტებს ვერ დავაბრალებთ, ირგვლივ გვყავს საკმაოდ ბევრი ასეთი დამახინჯებული ხედვის მქონე ადამიანები რუსეთთან დაკავშირებით. გულისამრევია "მოძმე" ერიო რუსეთზე, რო გესმის, ისევ შენი მეგობრიდან არადა ერთნაერ ეზოსა და გარემოში ვიზრდებოდით.ან კიდე აქ რამის დაწერას რო აზრი ქონდეს...
მიშა
05 დეკემბერი 2022 09:52
11
ზუსტად ეგაა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი და უიმედობის წყარო, რომ ბოტის გარდა ჩვეულებრივი ახალგაზრდა ან ხნიერი ადამიანი, ერთი შეხედვით მოაზროვნე, განათლებული ან თუნდაც გაუნათლებელი რო ყვირის უკვე, მორიდებულადაც აღარ აფიქსირებენ ამ მოღალატეობრივ აზრს... ნაგავმა ხალმხა ზედა ეშელონებიდან, ზუსტად იციან რითი გამოკვებონ ეს აზრი ხალხში და წვეთწვეთად აძლევენ საკვებს მათ დაბრმავებულ ტვინს და ყველა სხვა სიბოროტეზე თვალებს ახუჭინებენ, შუღლს აღვივებენ და მერე ჯინიანობის გამო სხვა საერთო ღირებულებები ავიწყდება ყველას... შეგვაჩვიეს ტრაგედიასაც, უიმედობასაც, მატერიალურ და სულიერ სიღატაკესაც და აღარაფრის იმედი აღარ დარჩა... მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, 20-იან წლებში თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაში 10 წელიწადში საბჭოეთისთვის გულანთებული მოსახლეობა ხო არ გაჩნდა, იყო მარა მინავლებული, ბოროტების იმპერიამაც იგივე გააკეთა, ზოგი დააშინა, ზოგი გამოკვება მისთვის საჭირო ინფორმაციით... ეს ორჯონიკიძეები კიდე არ ჩერდებიან, იდეას მაინც მიყვებოდნენ, ფულზე გაყიდული მოღალატეების ბუდეა უბრალოდ და მეტი არაფერი, რო დაიქცევა ქვეყანა, გაიქცევიან თვითონ "გარყვნილ" ევროპაში და ამერიკაში და ჩვენ უბრალო ხალხს, ვინც გაქცევას ვერ მოასწრებს შეგვატოვებენ მონობას... აი ესაა დასასრული თუ ასე გავაგრძელებთ და თუ რუსეთი მწარედ არ დამარცხდა ამ ბრძოლაში... სამშვიდობო შეთანხმება არ ყოფნის სამწუხაროდ, ძალიან მწარედ უნდა დამარცხდეს, სხვანაირად განწირულები ვართ...
რა მაფიაა?
05 დეკემბერი 2022 11:47
7
დიდება გმირებს!
ქ. გ.
05 დეკემბერი 2022 09:39
4
ქოცი და ნაცი არ უნდა მაგას იქ წასულია ორი კატეგორია ერთი ვისაც ჯერა რომ იქ მტერს ებრძვის ამით თავის ქვეყანას ეხმარება მეორე კატეგორია რომელსაც მარტო ხელფასზე არი გაჭირვებამ წაიყვანა 1000 დოლარამდე აქვთ ხელთასი რომელ დანაყოფშია მაგასაც გააჩნია და მოქალაქობას იღებენ ერთი თვე თუ იცოცხლეს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ გამოხატავს ოფიციალურ პოზიციას რადგან ეს ხალხი არი დაქირავებული მებრძოლები არცერთი ქვეყანა არ იზამს ამას გამოდის მხარე მაშინ, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია არაფორმალურად დაავალოს იმ რაიონების გამგებლებს და მერებს რომ რამით მაინც დაეხმარონ იმ ოჯახებს ეს კი ნამდვილად შეუძლიათ ყველა გაჭირვებამ წაიყვანა იქ ერთეულების გარდა ვინც იდეურად არის წასული
Soso
05 დეკემბერი 2022 03:06
20
ეს ხალხი მართლა ასე ფიქრობს თუ ბოტები არიან?! თავმოყვარეობა დაკარგულო ბრბოვ! ერთი გამოხტება ჩვენ ჯარში უნდა იყვნენო რა ჯანდაბა უნდათ ჩვენ ჯარში წაკუზულია მთელი საქართველო რაუნდათ აქ?! რაუნდათ აააქ?! არ ჯობს სხვაგან სადაც რუსეთი ანგრევს ქალაქებს კლავს ბავშვებს, აუპატიურებს იქ იომონ ამ ვაჟკაცებმა და ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება, ჩვენი საერთო მტერი! სანამ ჩვენ ქვეყანაში გადმოსულა სანამ გორში ზუგდიდში დაწყებულა და თბილისში დასრულებულა?! პირველად შემზიზღდა მთელი ცხოვრების მანძილზე ეს სულით გახრწნილი ადამიანები! ადამიანები კი არა მონები! მონები ხართ და "ფაშა" გჭირდებათ!
.
05 დეკემბერი 2022 02:31
42
პოლონეთის გავლით გზა ახლაც ხსნილია, რას უზიხარ აქ? ჩემი თანამშრომელიც ასეა, უკრაინაში მცხოვრები ქალიშვილი და შკაფივით სიძე გახიზნა გერმანიაში, თავად აქაა და პატრიოტობს უკრაინულად.
!!!
05 დეკემბერი 2022 11:02
4
შენ რატომ არ მიდიხარ?
შვილს, ძმას რატომ არ ეუბნები იგივეს?
revaz
05 დეკემბერი 2022 06:34
10
ყველა ქართველმა უნდა შეიგნოს , რომ ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ. სხვანაირად გადავგვარდებით. დიდება გმირებს!
დიმო
05 დეკემბერი 2022 01:55
5
რაო შოთა. სულსამი თვე იყავი ინგლისში და უკვე გადაგიბირეს?
უუუხ ტი ანგლისკი შპიოოონ!
კ ო მ ბ ლ ე
05 დეკემბერი 2022 01:31
43
Რუსული საკაიფოდ დაგიმუღამებია
Hg
05 დეკემბერი 2022 08:30
4
ტრაგედიაა ძალიან დიდი ტრაგედიაა საქართველოსთვის.ერთი რამე უნდა ითქვას ქართველი მებრძოლი საქართველოს მიწას უნდა იცავდეს ვითუმეტეს საქართველო ჯერ სამშვიდობოს არ გასულა. ჩვენი ქვეყნის მიწაზე უცხო ჯარი დგას ამაში დიდი წვლილი წინა მთავრობებს მიუძღვის და რა საშიშროებას წარმოადგენს ეს ყველა ქართველმა მებრძოლმაც და არა მებრძოლმაც ერმა და ბერმაც კარგად უნდა გააცნობიეროს.უკრაინის მთავრობა კი დიდ ავანტურაშია ჩართული და აქეთ წყრებიან გეგონება საქართველომ ჩააბა რუსეთთან ომში.ეს ომი და მისი შედეგები ბაიდენის ადმინისტრაციას მოკითხონ თუმცა დიდი ეჭვი მაქ თვითონაც ნაკლებად ადარდებთ უკრაინის და უკრაიმელი ხალხის ბედი.საქართველოს კი არსად დასაკარგი შვილები არაყავს.
ქომაგი
05 დეკემბერი 2022 01:31
24
მაგარი პატრიოტი კაცი ხარ შოთი❤️სხვა ქართველი სპორტსმენები დაიმალეთ ჩირგვებში როგორც ყოველთვის!!ფაჩულიას გარდა!
საბა
05 დეკემბერი 2022 01:24
21
შოთა არველაძეს სახლში შეუხტა ნეტა ვინმე და ნაძვისხიდან შავი ლენტები ჩამოუხსნა???
ზურა
05 დეკემბერი 2022 00:40
63
ზურა შენ ბოტი ხარ ან უარესი გაუნათლებელი შენნაირების გამო მყავს ნახევარი სანაცნობო საზღვარგარეთ! მოღალატე!
.
05 დეკემბერი 2022 02:12
23
და ვინ თქვა რო არ გვტკივა? ან მოგინდა და ვინმემ დაგიშალა თქმა? 32 კაცი დაგვეღუპა სამ მილიონიან ქვეყანაში და კიდე ჩვენ გვაგინებს მაგათი მთავრობა. მეორე მე ჩემი შეხედულება მაქ და ვფიქრობ ეგ ბიჭები ჩვენს ჯარში უნდა იყვნენ. მაგრამ ტკივილით ყველა მტკივა.
ბოკინიო
05 დეკემბერი 2022 00:38
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული