საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია 21-28 იანვარს უმასპინძლებს და მასში სპორტის 13 სახეობაში 47 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (ფრიული, ვენეცია, ჯულია. იტალია. 2023 წლის 21-28 იანვარი) მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:
ოლიმპიური სოფელი
სამთო-სათხილამურო სპორტი
1. ლევან ნაზღაიძე
2. ლუკა ბურდული
3. ოთარ წულეისკირი
4. ნინო ენუქიძე
5. ალექსი ბენიაიძე - მწვრთნელი
6. სოსო ჯაფარიძე - მწვრთნელი
7. ნინო ნინუა - მწვრთნელი
ფიგურული ციგურაობა
2. კირილ დავიდენკო - მწვრთნელი
ტრამპლინიდან ხტომა
1. გიორგი მიქელაძე
2. გიორგი დიაკონოვი
3. გიორგი დიაკონაშვილი - მწვრთნელი
4. სიმონ ხაჩატურიანი - მწვრთნელი
სნოუბორდი
2. ჯაბა ცხვედიანი - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
1. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
2. რუსუდან აფციაური - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
3. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
2. მამუკა ხაბარელი - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი
3. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ისე, შენობაში ქუდები მოგეხადათ ჯობდა ))))