XVI ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც ფრიული, ვენეცია, ჯულიას რეგიონი (იტალია) მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები შეუდგა ასპარეზობას.
ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს სარბიელზე გავიდა ნიკოლოზ გაბულდანი, რომელმაც სნოუბორდში (ბიგეარი) საკვალიფიკაციო ასპარეზობა ორი დაშვების ჯამში 23.0 ქულა დააგროვა და 24 მონაწილეს შორის მე-19 შედეგით დაასრულა გამოსვლა (ფინალში ასპარეზობისთვის 12 საუკეთესოს შორის გასვლა იყო საჭირო).
ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე 47 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის არის საქართველო, რომელიც სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურები, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
წყარო: საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტი