"არასდროს მქონია საშუალება, საქართველოს ჰიმნი მემღერა ქართველის გამარჯვებისას" - გაიცანით ემიგრანტი პარიზის გრან-სლემიდან

AutoSharing Option
5 თე­ბერ­ვალს, პა­რი­ზის გრან-სლე­მის ბოლო სა­შე­ჯიბ­რო დღეს, 81 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ას­პა­რე­ზე ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. გა­მარ­ჯვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ბე­ქა­ურ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც დარ­ბაზ­ში ჩანს მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის გა­გო­ნე­ბა­ზე ცრემ­ლე­ბი მოს­დის და გულ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის მუშტს ირტყამს...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა კი­თხუ­ლობ­და, ვინ იყო ემიგ­რან­ტი კაცი, რო­მე­ლიც თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ დარ­ბაზ­ში მი­ვი­და და გრი­გა­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მო­ხა­ტა. ეს კაცი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი გო­გი­ტა შა­მუ­გი­აა, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და იმ დროს იმ­ღე­რა
სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, რო­დე­საც ჩვენი ქვეყნის დრო­შა ყვე­ლა­ზე მაღ­ლა იყო აწე­უ­ლი... ოც­ნე­ბა აუს­რულ­და მის უფ­როს ვაჟ­საც, და­ვითს, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ძი­უ­დოში ვარ­ჯი­შობს და საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი პი­რა­დად გა­იც­ნო...




- ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რო­გორ მოხ­ვდით, შვილ­თან ერ­თად ჩახ­ვე­დით საფ­რან­გეთ­ში ეს­პა­ნე­თი­დან?
- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ძი­უ­დო. აქა­უ­რი მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებ­ზე, არა­ვის იც­ნობ­დნენ. ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, ოლიმ­პი­ა­დას უყუ­რეთ და ნა­ხეთ ქართ­ვე­ლე­ბის ძი­უ­დო-მეთ­ქი. ეს არის ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო. მა­გი­ტომ შე­მიყ­ვარ­და, რომ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ სპორ­ტში. ბავ­შვმა თა­ვი­დან ფეხ­ბურ­თი აირ­ჩია, მაგ­რამ შემ­დეგ ორი­ვე ძი­უ­დო­ზე შე­ვიყ­ვა­ნე. ერთ დღე­საც უფ­როს­მა მი­თხრა, მამა, ჩემი და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა, თუ ქარ­თველ ძი­უ­დო­ის­ტებს გა­ვიც­ნო­ბო. 10 თე­ბერ­ვალს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, ჩემი სტი­ლის არი­სო. ეს მოხ­და ოქ­ტომ­ბერ­ში. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ის­რა­ელ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. ნიკო შე­რა­ზა­დიშ­ვილ­თან ვმე­გობ­რობ, რო­მე­ლიც იქ ას­პა­რე­ზობს, მაგ­რამ მი­სი­ვე რჩე­ვით, ცოტა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და არ გინ­და ბავ­შვთან ერ­თად, პა­რიზ­ში ჯო­ბი­აო. მა­შინ­ვე ვი­ყი­დე პა­რი­ზის ბი­ლე­თე­ბი. აქამ­დე არა­სო­დეს მქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი მემ­ღე­რა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი იმარ­ჯვებს. ეს იყო ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა... პა­რიზ­ში რომ ჩა­ვე­დით, ცოტა პრობ­ლე­მა იყო დარ­ბაზ­ში, საფ­რან­გე­თის დრო­შის გარ­და, არა­ვის აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­სი ქვეყ­ნის დრო­შა ჰქო­ნო­და. პირ­ველ დღეს ამის გამო ცოტა უხე­შად შე­ნიშ­ვნაც მომ­ცეს. ვუ­თხა­რი, მა­მა­ჩე­მი ამ დრო­შის გამო მოკ­ვდა და გთხოვთ, დრო­შა უნდა და­ვიც­ვა, რა­მე­ში კი არ გე­ჯიბ­რე­ბით-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს მი­თხრეს, გქონ­დეს, მაგ­რამ სულ დრო­შით არ იდ­გეო. არც ვი­ცო­დი, რომ კა­მე­რა­ში მოვ­ხვდი და ამ დროს ყვე­ლამ ნახა, რომ გულ­ზე ხელს ვირ­ტყამ­დი.

- თქვე­ნი ოც­ნე­ბა ას­რულ­და და თქვენ­მა შვილ­მა თუ გა­იც­ნო ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი?
- დიახ, ტატო პი­რა­დად გა­იც­ნო, მაგ­რამ ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო მი­ახ­ლო­ე­ბა, დაც­ვა გამ­კაც­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბის გამო. ასე­ვე გა­იც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლად აღი­ა­რეს. მე კი ჩემი ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე და ვიმ­ღე­რე ჩემი ქვეყ­ნის ჰიმ­ნი, მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ფრი­ა­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა. გმი­რე­ბი არი­ან ის ბი­ჭე­ბი, რომლებმაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს...




მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კაცია ქართველი ადამიანის სახე. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ კომენტარს კითხულობს, ყველას აცრემლიანებია თვალები ქართველი სპორტსმენების წარმატებით. ეს პატრიოტიზმია მეგობრებო, გვაჯერებენ რომ ცუდი ერი ვართ, მაგრამ არა/ვერა. სანამ ასე გვიხარია ჩვენი ქვეყანა, მანამ არაფერი გვემუქრება
ლადო
13:10 08-02-2023
0
ძალიან ამაღელვებელია და ყოჩაღ ამ ადამიანს, მაგრამ მოდი სიმართლეს თვალებში შევხედოთ. თუ ამის შვილები საქარტველოში არ დაბრუნდნენ საცხოვრებლად, მისი შვილიშვილები დიდი ალბათობით უკვე ესპანელები იქნებიან ისევე, როგორც მრავალი ქარტული წარმოშობის ახალგაზრდა არის ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი და ასე შემდეგ. ადამიანი სადაც დაიბადა, გაიზარდა და სადაც მეგობრები, შეყვარებული, და ასე შემდეგ ყავს ის ხდება მისი სამშობლო 100 დან 90 შემთხვევაში. ოჯახმა შეიძლება ძალიანაც სცადოს ქართულად გაზრდა, მაგრამ გარემო თავისას შვება.
გულშემატკივარი
15:22 08-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული