სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
დაბა ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი.
გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ბაკურიანი 2023-ის მთავარი სპონსორის, "სილქ როუდ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი და თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციის
გენერალური მდივნის მოადგილე ნიკლას კარლსონი მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ სპორტის ზამთრის სახეობებში საქართველო მსგავსი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი