"მსოფლიოში 27 კონფლიქტია და მარტო ჩვენ გვსჯიან" - რუსები აღშფოთებას არ მალავენ

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიურმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვიაჩესლავ ფეტისოვმა, რომელიც ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატია მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები უარგუმენტოდ ისჯებიან. 

"მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენების მოკვეთაზე გადაწყვეტილებას მათი ქვეყნების საომარ მოქმედებაში ჩართულობით თუ იღებს, მოდით ბოლომდე მივყვეთ. მსოფლიოში ახლა 27 საომარი კონფლიქტი მიმდინარეობს, უკრაინის კრიზისი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. თუმცა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მხოლოდ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოკვეთეს. ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ოფიციალური დოკუმენტი მიიღონ, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენელი
სპორტსმენები დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდნენ ინტერნაციონალურ ტურნირებს. 

ახლა მსგავსი არაფერი არსებობს და ძაღლის თავიც აქ იმალება. ოლიმპიურ კომიტეტს ისეთი ორგანოც არ აქვს, ეს საკითხი რომ განიხილოს. რუსი ათლეტების მოკვეთა უსაფუძვლოა და მხოლოდ მოკ-ის ხელმძღვანელებისა და აპარატის სურვილს ემყარება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ არც არაფერი აუხსნიათ. საქმე ურცხვ და იაფფასიან შეთქმულებასთან გვაქვს," - განაცხადა ფეტისოვმა. 

რუსმა ჰოკეისტმა 13 სეზონი NHL-ში გაატარა და სტენლის თასი ორჯერ მოიგო. მოთამაშის დასრულების შემდეგ "ნიუ ჯერსი დევილსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და გუნდს სტენლის თასის მოგებაში დაეხმარა. ფეტისოვი 2002-2008 წლებში რუსეთის სპორტის მინისტრი იყო, 2016 წლიდან კი რუსეთის დუმის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 

რუსეთი უკრაინას თავს ზუსტად 1 წლის წინ დაესხა. სამხედრო აგრესია დღესაც მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფეტისოვი იყო გენიაულური ჰოკეისტი. მაკაროვი ლარიონოვი კრუტოვი ფეტისოვი და ბილალეტდინოვი, ეს იყო წითელი ხუთეული, დაუნდობელი და მკვლელი ჯგუფი. ჰოკეიში რუსები მართლაც მაგრები იყვნენ, არაფრით ჩამოუვარდებოდნენ კანადელებეს და ჯობდნენ კიდევაც. კანადის თასზე 90-ბში 3 სასწაული თამაში შედგა. სამივე 6-5 დამთავრდა, აქედან პირველი ორი დამატებით დროში და მესამე კანადამ საბჭოთა კავშირს ძირითად დროში მოუგო. გრეტცკი და ლემიო ბრწყინავდენ კანადელებში, მაკაროვი და კრუტოვი საბჭოთაში. ვიაჩესლავ ფეტისოვი სუკეთესო დამცველი იყო, მაგრამ გოლები (შაიბები) სხვაზე მეტი გაიტანა. სამწუხაროა რომ ასეთი დიდებული პიროვნება პუტინის შესტიორკა გახდა
ჭიჭიკო
09 მარტი 2023 01:32
0
ღორობა არავის შერჩებაა
არა რუსეთს
26 თებერვალი 2023 12:31
0
თქვე ღორებო ნუთუ ვერ ხვდებით რო მსოფლიოს შეაზიზღეთ თავი რა ჩემი სირი გინდათ აქ უკრაინაში და მოლდოვაში წაეთრიეთ თქვენ გრუსეთში და მოიქეცით ნორმალურათ
დავით
26 თებერვალი 2023 06:54
0
ფეტისოვი ადრე კაი ტიპი იყო ქართველ სპორტსმენებთან მეგობრობდა ყიფიანთან შენგელიასთან იაგორაშვილთან და სხვებთან მაგრამ სიბერე შეეპარა და დაქლიავდა DD
zura222
25 თებერვალი 2023 18:36
10
იმ 27 კონფლიქტშიც თქვენი ხელი ურევია, ზოგან ღიად(სირიაში მაგალითად) და ზოგან ფარულად.
რრრ
25 თებერვალი 2023 18:26
5
ნამუსი ყოფნით და ხმას იღებენ ეს ნაძირლები
ავთო
25 თებერვალი 2023 18:11
2
ამერიკა ვიეტნამში რომ ხალხს ხოცავდა მაგრამ ამერიკაში ერთი ამბავი იყო ანტისაომარი და ანტი სამთავრობო დემონსტრაციები იქაურობას ანგრვდნენ. ომი არ იყო პოპულარული ხალხში, აქ კი პუტინს სულს გააფრთხობინებენ თუ ომი არ მოიგო.
გიორგი
25 თებერვალი 2023 18:00
3
ზუსტად ამიტომ გსჯიან რომ ორი რუსეთი არ არსებოს და ეს მსოფლიომ გააცნობიერა. 75-80% მხარს უჭერდე ომს, მკვლელობას, ნგრევას და ძალადობას არღვევდე ყველანაირ საერთაშორისო წესებს, არაფრად აგდებდე მთელი მსოფლიოს მოწოდებას და თან იმავე მსოფლიოსთან ერთად აღიქვავდე საკუთარ თავს ამას შიზოიდის მეტი ვერავინ იფიქრებს, გარდა ზომბირებულ რუსული ირდოსი. განიკურნეთ ავდმოყოფობისგან მკვლელებო და კაცობრიობის მოძულნენონ. დაასახელეთ ერთი მეზობელი ქვეყანა რომელსაც ქვეყანად მიიჩნევთ. ფურთხის ღირსი ფეტისოვი.
G.LA
25 თებერვალი 2023 16:38
8
მსოფლიოში ბევრი კონფლიქტია მაგრამ მარტო თქვენია სპეცოპერაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ))) იმაზე იწუწუნე შენი ჯარი უდანაშაულო ხალხს რომ ხოცავს ჯობია
T.b
25 თებერვალი 2023 16:21
6
გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან და კი ბატონ, ითამაშეთ ვინ გიშლით.
ტტტ
25 თებერვალი 2023 16:05
6
მარტო უკრაინიდან გასვლაა საკმარისი?
ტტტ-ს
25 თებერვალი 2023 20:41
0

სიახლეები პოპულარული