"მსოფლიოში 27 კონფლიქტია და მარტო ჩვენ გვსჯიან" - რუსები აღშფოთებას არ მალავენ

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიურმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვიაჩესლავ ფეტისოვმა, რომელიც ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატია მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები უარგუმენტოდ ისჯებიან. 

"მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენების მოკვეთაზე გადაწყვეტილებას მათი ქვეყნების საომარ მოქმედებაში ჩართულობით თუ იღებს, მოდით ბოლომდე მივყვეთ. მსოფლიოში ახლა 27 საომარი კონფლიქტი მიმდინარეობს, უკრაინის კრიზისი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. თუმცა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მხოლოდ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოკვეთეს. ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ოფიციალური დოკუმენტი მიიღონ, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენელი
სპორტსმენები დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდნენ ინტერნაციონალურ ტურნირებს. 

ახლა მსგავსი არაფერი არსებობს და ძაღლის თავიც აქ იმალება. ოლიმპიურ კომიტეტს ისეთი ორგანოც არ აქვს, ეს საკითხი რომ განიხილოს. რუსი ათლეტების მოკვეთა უსაფუძვლოა და მხოლოდ მოკ-ის ხელმძღვანელებისა და აპარატის სურვილს ემყარება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ არც არაფერი აუხსნიათ. საქმე ურცხვ და იაფფასიან შეთქმულებასთან გვაქვს," - განაცხადა ფეტისოვმა. 

რუსმა ჰოკეისტმა 13 სეზონი NHL-ში გაატარა და სტენლის თასი ორჯერ მოიგო. მოთამაშის დასრულების შემდეგ "ნიუ ჯერსი დევილსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და გუნდს სტენლის თასის მოგებაში დაეხმარა. ფეტისოვი 2002-2008 წლებში რუსეთის სპორტის მინისტრი იყო, 2016 წლიდან კი რუსეთის დუმის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 

რუსეთი უკრაინას თავს ზუსტად 1 წლის წინ დაესხა. სამხედრო აგრესია დღესაც მიმდინარეობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
,,აწიკვინდნენ" ვირთხები. თქვენ იმიტომ გსჯიან, რომ მსოფლიოს 95 პროცენტი გამტყუნებთ!
dimo
14:43 25-02-2023
12
მართლაც ლეგენდარული ჰოკეისტი იყო, მაგრამ როგორც ყველა რუს-მონღოლი, თან დაბერდა და სულ ..................
llcl
14:37 25-02-2023
10

სიახლეები პოპულარული