"ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ" - შოთა არველაძე ე.წ. აგენტების კანონპროექტზე

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

50 წლის არველაძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტის შესახებ მოსაზრება Facebook-ზე დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ სკანდალური კანონის განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს:

"ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის
საუკუნის წინ საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენს მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება", - დაწერა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 130 /
შოთის სრულიად ვეთანხმები.

მე ერთი ის ვიცი, რომ, კანონპროექტს რომელსაც გოგა ხაინდრავა, გია უცნობი, ნანა კაკაბაძე და სხვა ვიგინდარები გააფთრებით მხარს უჭერენ, უკვე ძალიან ცუდი რამ ხდება!
თამაზი
06 მარტი 2023 14:48
49
ვაი თქვენს პატრონს! იარეთ გიჟი ნაცების ჭკუაზე და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ! ამერიკა ,ამერიკაო რო გაბოდებთ, ამერიკული კანონპროექტი არ არის? რაო ესეიგი რუსულია? გეყოთ რა მართლა და მართლა! ჯერ ნაცქალების საქციელს შეხედეთ, კაცებზე აღარ ვიძახი, ნორმალურია? თავიანთი ბნელი წარსულის მქონე უსაქმურები, ქუჩაშიც არ უნდა გამოდიოდნენ! თავისუფლებას, რო ვინმე გიზღუდავდეთ, ასე თამამად მოიქცეოდით? შოთა არველაძეს კი კოჭებშივე ეტყობა უკვე, გუბაზის სინდრომი, რო სჭირს!
ნაცებო! დაგვღალეთ და მოგვასვენეთ მოსახლეობა!
06 მარტი 2023 16:03
40
ძალიან მაგარი კაცი ხარ შოთი!❤️
ნინო
06 მარტი 2023 15:50
30
ვაიმე, ალ აგვატილო ლა?
ნონოს
06 მარტი 2023 16:14
42
მე ნიუსებს მანცდამაინც არ ვუყურებ მაგრამ, როცა ასეთი აპოლიტიკური ადამიანი თავის სამოქალაქო პოზიციას ამგვარად გამოხატავს ე.ი. რაღაც გადამწყვეტი მომენტი დგება...
ZIZ
06 მარტი 2023 15:05
36
გახარიას პარტიის წევრები არიან ძმები
ნოდო
06 მარტი 2023 21:55
9
ყაველაშვილს დიპლომი არ ქონია და ასე ზის პარლამენტში და კანონებს იღებს!!!!!რატომ უნდა ვანდო ესეთ ადამიანს ჩემი და ჩემი შვილების მომავალი??!!
*
06 მარტი 2023 18:00
29
სააკაშვილს აქვს 3 დიპლომი და იმას ანდე შენი შვილების მომავალი და ნახავ რა დღეშიც ჩავარდებიან DDD
zura222
06 მარტი 2023 18:48
9
შე, კაცო! მერე შენი სასახელო ნაცები ხო ზიან პარლამენტში, ადექი და მათ ანდე შენი შვილების მომავალი , გიშლის ვინმე?
*-ს
06 მარტი 2023 20:25
10
ნამდვილი კაცი და თავისი ქვეყნის პატრიოტი!!!!,გავა წლები ამას მიხვდებით და დააფასებთ!!!!
*
06 მარტი 2023 16:47
33
ყოჩაღ შოთი!!!გავა დრო და შვილებს მოვუყვებით ვინ უღალატა ქვეყანას!!!!!
ლადო
06 მარტი 2023 17:42
33
ყველაზე მაგარი ქართველი სპორტსმენი და ყველაზე მაგარი ქართველი კაცი!!!!!!!
ირაკლი
06 მარტი 2023 15:01
56
წადი ბიჭო ავჭალური აკენწლე! რა შუაშია კონკურენციის და ვიღაცის სიტყვის შეზღუდვა? არ წაგიკითხავს, თუ ვერ გაიგე? საკითხი მარტივია: უცხოეთიდან დაფინანსებულმა საქართველოს არაკომერციულმა ორგანიზაციამ წლიურ დეკლარაციაში უნდა ასახოს, წლის განმავლობაში ვისგან რამდენი მიიღო, რა დანიშნულების იყო ეს ფული და რაში დახარჯა! მორჩა! ათჯერ მეტი თანხები მოიზიდოს და ათჯერ მეტი კანონიერი საქმე აკეთოს!
ბაკარია
06 მარტი 2023 14:20
44
ეხ ილია, ილია, ჯერ კანონი წაიკითხეთ და მერე გადმოაფრქვიეთ აზრები. არავინ არ ისჯება, მხოლოდ იმფორმაცია ხდება გამჭირვალე.
ილიას
06 მარტი 2023 17:20
16
ჩინოვნიკებს რომ სხვაზე აქვთ ქონებები გადაფორმებული და თავიანთ დეკლარაციაში არ უწერიათ ის აქტივები ეგ კანონიერია? 18 წლის ბავშვებზე რომ მილიონიანი ქონებები აქვთ.. საიდან ? 18 წლის ბავშმა მილიონი როგორ იშოვა? ))) ასე რომ, თუ ისინი არ ისჯებიან მაშინ ესენიც არ უნდა დაისაჯონ!
ილია
06 მარტი 2023 16:27
6
ყველა გამოხმაურება
ამერიკული კანონია ბიჭო ქართულად ნათარგმნი!! ნაცების არხებს ბევრს ნუ უყურებ თორე სუ გამოგაშტერებენ!
არველაძეს
07 მარტი 2023 00:14
40
თან ელჩი ამბობს ჩვენ გვჭირდება თქვენ რათგინდათო, მაგ კანონმა გაშიფრა მიშა რამდენი ქომდა გადახდილი ექსპერტებში რა ქონება აქვს ამერიკაში
სოსო
07 მარტი 2023 00:25
21
ნაცების დროს ხმას რომ არ იღებდი და ახლა რომ გამოხტები პატრიოტული განცხადებებით ცოტა არ იყოს კი ტეხავს...
ჩელენჯერი
07 მარტი 2023 01:10
41
მაშინ ურტყამდნენ ძმაო
JOI ZAZA
07 მარტი 2023 11:11
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული