23-წლამდელებში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10-დან 6 წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა, მათ შორის, ოქროს მედალიც.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ანდრო მარგიშვილი (92 კგ). 20-წლამდელთა შორის ევროპისა (2022) და მსოფლიოს (2022) ვერცხლისპრიზიორმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გადამწყვეტ შეხვედრაში 7-1 მოუგო თურქ მუჰამედ გიმრის.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ვლადიმერ გამყრელიძეს (79 კგ). 23-წლამდელებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისთან 4-6 დამარცხდა.

მესამე ადგილი დაიკავა 20-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ). ასევე ბრინჯაოს მედლები ერგოთ
17-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსან გოგა ოთინაშვილს (65 კგ) და დავით ფაცინაშვილს (70 კგ), რომელსაც აქამდე საუკეთესო შედეგები ჰქონდა 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილი დაიკავა 15-წლამდელებში ევროპის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანმა გიორგი გოგრიჭიანმაც (74 კგ).

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს-ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა, მათ შორის - 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
საშუალო შედეგი მიუღებელია. უკეთესი შეიძლებოდა...
ლაშა
15:11 21-03-2023
0

სიახლეები პოპულარული