ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ჯამლეტ ხუხაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-92 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში "იმედი", სპორტულ რადიოში "ჯაკო"; იყო საზოგადოება "დინამოს" მწვრთნელი. ავტორი საიუბილეო წიგნისა "ყურადღება" (2004). დასახელებულია "დინამოს" საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული
მოღვაწე (2014).


მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ადამიანი! ნათელში გამყოფოს ღმერთმა! ბოლო დროს სამწუხაროდ, გამორჩეული პიროვნებები გვტოვებენ და ისეთები რჩებიან რომლებსაც, არც საქართველო უყვართ და არც ღირსება გააჩნიათ!
ზურა
05 აპრილი 2023 16:37
0
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ბატონი ჯამლეტი!
მწვრთნელი
05 აპრილი 2023 15:34
0
ძალიან ვწუხვარ,ბატონი ჯამლეთის გარდაცვალების გამო.დიდი ეროსის და კოტეს გვერდით დაფრთიანებულმა ნუგზარ ჯუღელმა და ჯამლეთ ხუხაშვილმა,ღირსეულად განაგრძეს მათი ტრადიციები.ძალიან დიდია მისი დამსახურება ქართული სპორტის და საქართველო-ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარების საქმეშიც.დარწმუნებული ვარ,ამ სტატიის ავტორმაც მშვენივრად იცის,მაგრამ აქ ძალიან ბევრ ლაპარაკს მოერიდა.ჯამლეთ ხუხაშვილმა,აღმოაჩინა,გაზარდა და პროფესიონალურ დონეზე გაიყვანა გიორგი შერმადინის ტალანტი და მგონი ყველას ესმის,რამხელა წვლილი აქვს გიო შერმადინს,საქართველოს ნაკრების წარმატებებში.აღარაფერს ვიტყვი,ესპანეთში მის ბრწყინვალე კარიერაზე,სადაც ის,თითქმის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად ჩამოყალიბდა.ჯამლეთ ხუხაშვილი მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდ სტაჟიანი სპორტული კომენტატორიც იყო და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ,შესანიშნავი პიროვნებაც,ქვეყნისა და კაცის წინაშე,ვალმოხდილი რომ წავიდა იმ ქვეყნად.ღმერთმა გაანათლოს,მისი ისედაც ნათელი სული!
სოსო
05 აპრილი 2023 15:07
0

სიახლეები პოპულარული