"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
Nikkan Sports-თან საუბარში ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

როგორც ის აღნიშნავს, მისი ბოლოდროინდელი პერფორმანსი ისეთი არაა, როგორც ნამდვილ სუმოს მებრძოლს შეშვენის და რცხვენია, როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდის.

გორგაძემ თქვა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს და ამიტომ, მარცხენა ხელს სრული დატვირთვით ვერ ხმარობს.

ინფორმაციისთვის, 35 წლის ქართველმა სუმიოსტმა მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთე მარცხი (შიმაძუუმისთან იორიკირით) განიცადა.

სავარაუდოდ, ლევანი ამ ბაშოს ჩაამთავრებს და კარიერასაც შემდეგ დაასრულებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
საამაყო სპორტსმენი ხარ, ოქროს ასოებით ჩაეწერება შენი სახელი ქართული სპორტის ისტორიაში! მადლობა…
1
არ იდარდო ჩემპიონო, შენ ჩვენი საამაყო ქართველი ხარ სამუდამოდ!
ოპტიმუს
23:20 18-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული