მოწოდება IOC-ს, რომ რუსი სპორტსმენები არანაირი სტატუსით არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მოუწოდებს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, მათ შორის - ნეიტრალური სტატუსითაც.

რეზოლუციის თანახმად, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნებისმიერი მონაწილეობა წარმოუდგენელია და ის უდავოდ იქნება გამოყენებული პროპაგანდის იარაღად და დე ფაქტო ხელს შეუშლის სხვა სპორტსმენებს, პირველ რიგში კი, უკრაინელებს, მიიღონ მონაწილეობა.

"მოვუწოდებთ IOC-ს და მასში შემავალ ორგანიზაციებს, შეინარჩუნონ 2022 წელს გამოხატული პოზიცია. პარიზის თამაშებსა და სხვა დიდ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალოთ რუს და ბელარუს სპორტსმენებს იქამდე, ვიდრე
საომარი მოქმედებები გრძელდება."

GEONOC.ORG.GE


მკითხველის კომენტარები / 8 /
ალბატ ამას მიაყოლებდნენ გაფრთხილებასაც რომ თუ ბევრს იბლატავებენ სეუწყვეტენ დაფინამსებას და მერე ირონ მარტო რუბლები
არა რუსეთს
16:51 25-06-2023
7
IOC-მა პუტინის ფული უკვე აიღო. ამათ ფულის უკან დაბრუნება არა სჩვევიათ.
გიორგი
14:44 25-06-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული