ტაურონის მულტიფუნქციურ დარბაზში მოფარიკავეებმა დღეს გუნდურ ასპარეზობაში მედლების მორიგი კომპლექტები გაითამაშეს. ვაჟები რაპირით, ხოლო გოგონები დაშნით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეჯიბრება დილის 9 საათიდან დაიწყო და საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრები გუნდები პირველები დადგნენ ბილიკებზე: ვაჟები მოლდოველებს, გოგონები კი სერბებს დაუპირისპირდნენ. პირველი ეტაპი ორივე გუნდმა დაძლია: ვაჟებმა 45:20, ხოლო გოგონებმა 17:12 გაიმარჯვეს.
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდების წინსვლა ამით დასრულდა. 1/8-ფინალში ვაჟთა სამეული (ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, არჩილ უგულავა) პოლონეთთან დამარცხდა - 27:45, გოგონებს კი (ანასტასია სპასი,
29 ივნისს, მესამე ევროპულ თამაშებზე, თანამედროვე ხუთჭიდში იასპარეზეს ქრისტინა ჭიტაძემ და გაგა ხიჯაკაძემ. გუნდურ ესტაფეტაში დაიკავეს მე-10 ადგილი - 1317 ქულა. ფარიკაობა - 12V-14D (224ქ.), ცურვა - 2:05:84 (299ქ), კონკური - (290ქ.), ლაზერული სირბილი - 13:00 (520ქ.).
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი