ქართველი სუმოისტების წარმატება პოლონეთში

AutoSharing Option
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების თანხმობით, მესამე ევროპული თამაშების ძირითადი პროგრამის პარალელურად, პოლონეთში გაიმართა დამატებითი შეჯიბრება სუმოში, სადაც გათამაშდა ევროპის თასი. ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სუმოისტებმა და 5 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 2 ოქრო და 3 ბრინჯაო.
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ბადრი ხატისკაცი. +115 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ჯელაძე.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა ლაშა ჯელაძემ, +115 კგ.წონით კატეგორიაში ბადრი ხატისკაცმა. ასევე ჩვენმა სუმოისტებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს პირად გუნდურ შეჯიბრებაში. გუნდის წევრები :
1. ბადრი ხატისკაცი 2. ლაშა ჯელაძე 3. საბა გამთენაძე 4. კობა მალაყმაძე.

დასანანია, რომ სხვა არაოლიმპიური სახეობებისგან განსხვავებით, სუმო ვერ მოხვდა მესამე ევროპული თამაშების ძირითად პროგრამაში და სუმოისტებმა დამატებითი სახეობის სტატუსით იასპარეზეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს საქართველოს სუმოს ეროვნულ ფედერაციას, სპორტსმენებს, მწვრთნელებს მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს შემდგომ გამარჯვებებს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 1 /
1 ივლისს მოხდა ეს ამბავი
ნოდო
19:24 08-07-2023
0

სიახლეები პოპულარული