საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა კაპოშვარის (უნგრეთი) ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალიც შედგა.
კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდნენ და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს გიგი პაქსაძემ (38 კგ), ერეკლე თავბერიძემ (57 კგ) და ლუკა მარტიაშვილმა (75 კგ).
ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს დავით შავაძემ (44 კგ) და გიორგი ქვარცხავამ (75 კგ).
საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით გუნდურ ჩათვლაში 141 ქულა
დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი