"ჩვენ ეს ვიგრძენით 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, მოგზაურობის თავისუფლება. წიგნების, მედიის აკრძალვა და ფილმებიდან გარკვეული სცენების ამოჭრა ქვის ხანაში დაგვაბრუნებს. ამავდროულად, ახალი კანონები მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ახალგაზრდების ინტერესს ტაბუდადებული თემების მიმართ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხია გადაადგილების თავისუფლება. მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ვასილი კონოვთან, რომელიც საუბრობდა, ჟენევაში როგორ მიირთმევდა საუზმეს. მე არასოდეს ვყოფილვარ
მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ სტატისტიკის ნდობა, მაგრამ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ჩვენი მოსახლეობის 75%-ს საზღვარგარეთის პასპორტი არ აქვს, 80% კი არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ. ეს ძალიან ცუდია და საზოგადოების განუვითარებლობაზე მეტყველებს.
თავისუფალი ადამიანი ხშირად მოგზაურობს, ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა მოდელს და უყალიბდება კრიტიკული აზროვნება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაფერი საუკეთესო რუსეთში მოიგონეს. ყველგან შეიძლება ნახო რაღაც, რაც რუსეთს უკეთესს გახდის, მაგრამ ამისათვის უნდა იმოგზაურო და ნახო ეს. ჩვენ კი ჩვენს ნიჟარაში შევიყუჟეთ და მათ გამოსასვლელი ამოგვიქოლეს".
ანდრონოვი ასევე კონსტანტინ მარადიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ჟურნალისტმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა:
"ყველაფერი სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელია. ამაზე ერთი წლის წინ ვისაუბრე. შემდეგი ალბათ ზახარიანია.
დრო გადის და აქ ვერაფერს დაიჭერ. საინტერესოა, რომ "ლოკომოტივმა" ცსკ-დან ორი რუსი იყიდა, მაგრამ სინამდვილეში მიიღო სომეხი და ქართველი", - თქვა ანდრონოვმა.
"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე
მათგან ერთერთი ანდრონოვია.
ცნობისთვის რუსეთში ეგენი მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 10%-მდე შეადგენენ (ღრუსების წინასაარჩევნო სტატისტიკაა), ხოდა გაეშვი ლგბტ-სთან დასავლეთის გაიგივებას! ცუდი და კარგი ყველგან არის, ასე რომ ანდრონოვი თავის გულისტკივილს გამოხატავს და ობიექტიურადაც მართალია, იმიტომ კი არა რომ ქართველებზე კარგს ამბობს, არა! იმიტომ, რომ თავის ხალხს უდგება ობიექტური კრიტიკულობით!