British international school-ის შენობაში, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს რიგით მე-7 ტური გაიმართა. მონაწილეობდა 200-მდე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპორტსმენი, მათ შორის, 30-მდე გოგონა.
შეჯიბრება ორ მიმართულებაში გაიმართა - კიმანოთი (GI) და კიმანოს გარეშე (NO GI).
პირველი საპრიზო ადგილი 46-მა მონაწილემ მოიპოვა, მეორე საპრიზო ადგილიც - 46-მა, ხოლო მესამე ადგილზე 43 მონაწილე გავიდა. თითოეული მათგანი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდა.
საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ტური 2022 წელს ნიკა მურადაშვილმა და გიორგი ობოლაძემ დააფუძნეს და მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად განვითარდეს, გახდეს პოპულარული,