აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს რუსეთმა და სირიამ, ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ კი მის მიღებას მხარი დაუჭირა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ოლიმპიურ ზავზე მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი სამშვიდობო დოკუმენტია. მას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ და ათლეტების შესაძლო
"მოხარული და მადლობელი ვარ, რომ ოლიმპიური ზავის რეზოლუციას ასეთი მხარდაჭერია ჰქონდა - მხოლოდ ორმა ქვეყანამ შეიკავა თავი. ამასთან დაკავშირებით განმარტებები მოვისმინეთ. ეს დოკუმენტი არავითარ შემთხვევაში არ არის სპორტსმენთა დისკრიმინაცია, არამედ ოლიმპიური ქარტიის წესების დაცვაა, - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა, - მსოფლიოს გაერთიანება შეგვიძლია მხოლოდ მშვიდობიან პაექრობაში, თუკი ერთმანეთს არ დაგვაშორებენ პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული ან სხვა განსხვავებული ინტერესები. ამიტომაც, რეზოლუციის მიღებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო.
თითოეულ სპორტსმენს, რომელმაც სათამაშო მოედანზე გაიარა კვალიფიკაცია და დაიცვა ოლიმპიური ქარტიის წესები, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს."
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი