sportall.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს!

AutoSharing Option
Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს. ბედნიერების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, როგორც ყველა თქვენთაგანისთვის, ასევე ქართული სპორტისათვის.

ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი კარგი ამბავიც დაიწერა, ბევრი საინტერესო, ბევრი თქვენთვის უინტერესო. თქვენგან არც კრიტიკისა და არც შექების კომენტარები დაგვკლებია. განურჩევლად ყველას მადლობა გიხდით, რომ ჩვენი მკითხველი ხართ. გპირდებით, მომავალ წელს ჩვენც უკეთესები გავხდებით!

2023-ში კარგი და ცუდი დღეები გვქონდა, თუმცა ის დრო უკვე წარსულად იქცა. ახალი წელი ახალი მიზნებითა და ოცნებებით უნდა დავიწყოთ. ვისურვოთ, რომ 2024 წელს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ვიხილოთ, ასევე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც ოლიმპიადაზე გასვლით გაგვახაროს, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს, რა თქმა უნდა, ძიუდოისტებსა და ძალოსნებისგან წარმატებებით ისედაც განებივრებულები ვართ და წელსაც იმავეს იმედი გვაქვს.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით Sportall.ge-ს ერთგულ მკითხველს, რომ გასული სპორტული წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ბუნებრივია, შეცდომები გვქონდა, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა და რაღაცები დაგვაგვიანდა, მაგრამ თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ეს მოტივაციას გვმატებს!
მკითხველის კომენტარები / 10 /
მთელი გულით გილოცავთ ახალ 2024 წელს, sportal.ge-ს შემოგმედებით ჯგუფს. გისურვებთ წარმატებებს. უკვე რამდენი წელია თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, თქვენს გარეშე სპორტული სიახლეების გაგება ვერ წარმომიდგენია. ასევე ვულოცავ ახალ წელს თქვენს ერთგულ მკითხველს, იმედია 2024 წელს ავისრულებთ სანუკვარ ოცნებას და ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვიხილავთ ევრო 2024 წლის ფინალურ ეტაპზე!
წარმატებები.
ქობულეთიდან
11:24 01-01-2024
1
ვანდა ნარას როგორი კაბა ეცვა ახლ წელს რატომ არ გაგვაგებინეთ? :))))))))
Lebron
10:19 01-01-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული