"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოში "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს.

შედგა დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის) რიტუალი, რომლითაც სუმოდან წასულ რიკიშებს აცილებენ.

რიტუალში სუმოს მოქმედმა და ყოფილმა უამრავმა ლეგენდამ მიიღო მონაწილეობა. ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები ტოკიოში აქტიურად იყიდებოდა.

ტოჩინოშინი კი ამ ღონისძიებაზე იაპონიაში მყოფ ყველა ქართველებს ეპატიჟებოდა და ამბობდა, რომ უსასყიდლოდ გადასცემდა ბილეთებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ 2018 წელს სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდო, იმპერატორის თასი მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლაც ვამაყობ ამ კაცის გამარჯვებებით!
გია_544
04 თებერვალი 2024 17:30
0
2018 ში ისეთ ფორმაში იყო ნებისმიერს დაამარცხებდა! ტრავმა რომ არა უეჭველი "იოკუძუნა" გახდებოდა!!! წარმატებები ჩემპიონო...
rigiti
04 თებერვალი 2024 14:03
3
ლეგენდა
ქომაგი
04 თებერვალი 2024 13:47
0
მადლობა ლევანს!
ისე აი ცაგურიას მიღწევებიდან ალბათ ასაჯუროს დამარცხებაა გამოსაყოფი!
ამ ლევანმა კი მთელი ტურნირი მოიგო!
რით გაგვახარებს შემდეგი! ;)
ზიზ
04 თებერვალი 2024 13:42
0
დიდი სიხარული მოგვანიჭა ლევანმა 2018 წელს, არასდროს არ დამავიწყდება ის განცდა რაც მის ჩემპიონობას მოჰყვა. წარმატებას ვუსურვებ მომავალში დიდი სიყვარულით.
გულშემატკივარი
04 თებერვალი 2024 12:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული