ზამთრის მთავარი მოვლენა საქართველოს მთის კურორტებზე აქტიურად

გრძელდება. მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით

დასრულდა. 17 ქვეყნის 90 სპორტსმენმა დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა

გულშემატკივარს. საერთაშორისო შეჯიბრი FIS-ის ეგიდით იმართება და

საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს.

მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო თასს. შემდეგ

ეტაპს სკი კროსის დისციპლინაში ბაკურიანი 10-11 თებერვალს უმასპინძლებს.

მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS)

წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც საუკეთესო შეფასებას აძლევენ

გუდაურში გამართულ შეჯიბრებს.

„სნოუბორდ კროსის ტურნირისთვის საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. მონაწილე გუნდებიდან და

სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურებაა. ეს

სწორედ ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების

პოპულარიზაცია“ - აცხადებს FIS -ის დელეგატი, უვე ბაიერი.

ასეთი გამოხმაურება გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით

ჩატარებამ განაპირობა. საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის

მასპინძლობა უდიდესი გამოცდილება იყო ქვეყნისთვის. შესაბამისად FIS -ის

მომდევნო წლების კალენდარში საქართველომ ისეთი ქვეყნების გვერდით

დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიცაა: საფრანგეთი, კანადა, აშშ, შვეიცარია,

ნორვეგია და სხვა. სილქნეტი, როგორც ზამთრის სპორტის აქტიური

გულშემატკივარი და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური

სპონსორი, 2023-ის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი და წარმდგენი

იყო.

„სილქნეტი დაარსების დღიდან ზამთრის სპორტის მთავარი მხარდამჭერია . ამ

მხარდაჭერამ განაპირობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის

საერთაშორისო დონეზე გასვლა და საბოლოო ჯამში, წლების განმავლობაში

გაწეულმა შრომამ და ძალისხმევამ, უმნიშვნელოვანესი შედეგი გამოიღო.

საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ნდობა

მოიპოვა და პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, ბაკურიანი -2023 წარმატებით

ჩაატარა. ამ მოვლენის შემდეგ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა

ზამთრის სპორტის მასპინძელ ქვეყნებს შორის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ

დღეს საქართველო უკვე FIS-ის ყოველწლიურ კალენდარშია. “ - აცხადებს

სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კატო ჯავახიშვილი

10-11 თებერვალს ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინაში საქართველოს

ნაკრების წევრებიც მონაწილეობენ და არანაკლებ სანახაობას ჰპირდებიან

გულშემატკივარს.

R

კოკო
თოვლი არის,მთები არის! ქართველი მოთხილამურები სად არიან და რა შედეგები აქვთ?
ვახო
სილქნეტი- მაგიტომ არ უჩვენებთ დიდი მუზარადის ტურნირებს ჩოგბურთში არა? ვიცი არ დაბეჭდავთ, მაგრამ მაინც...
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო