საქართველოს ნაკრებმა ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში ტანვარჯიშში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს აღნიშნული ჯილდო სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა მოუტანეს, მათ ჯამში 46.300 ქულა დაიმსახურეს და ოქროს მედალიც მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე რამდენიმე დღის წინ ბატუტზე ხტომაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო იუნიორებს შორის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონობა არავის დაუთმო.

ამ ტურნირისთვის ქართველი ტანმოვარჯიშეები ზაქარია სულაშვილმა და რუსუდან ხოფერიამ მოამზადეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდება ღმერთო შენდა ! რავა ამ წლიდან დაწყებული ყველაფერში ვიგებთ.
ასე გააგრძელეთ თქვენ კი შემოგევლეთ თქვენა.
მალხაზ ჯობავა
15:12 06-04-2024
0
სულ წარმატებებით გევლოთ წინ!!!...
კობა
14:30 06-04-2024
0

სიახლეები პოპულარული