"სპორტსმენებზე არის პირდაპირი მითითება, რომ ესა თუ ის მოსაზრება დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა" - ვიქტორ სანიკიძე

AutoSharing Option
დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია.

სანიკიძის განცხადებით, ის სპორტსმენებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ
გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 32 /
ვალიკო კი არა, მწვანე კაცია. აი სწორედ ეგენი აჭერენ მწვანე ღილაკს თითს. მაგნაირი მწვანე კაცები დარბოდნენ პირველად ყირიმში, რომელიც რუსეთმა უომრად დაიპყრო 2014 წელს. ჰკითხეთ ეხლა ამას, რაზე აჭერს თითს? სანაძლეოს ჩამოვალ გარტყმაშიც არაა რომ ქვეყანას ძირს უთხრის. აკადემიის უფასოდ ხელში ჩაგდება არ ითვლება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ყველასთვის.
ბათუმელი ექსპერტ - ს
04 მაისი 2024 12:01
11
ხო და,ვინც გაუძლებს ამ ზეწოლას და გააგრძელებს თავის საქმიანობას მშვიდად,ძველებურადარ წამოეგება ამ ტვინგაყინულების ბულინგზე,ისაა ნამდვილი სპორტსმენი.სპორტსმენს იმიტომ აქვს დაფასება და ხალხის სიყვარული,რომ ის სპორტსმენია და არა პოლიტიკაში მონაწილე.რამოდენიმე ფეხბურთელის პოლიტიკურმა განცხადებებმა წამში დააგდო მათი ავტორიტეტი ხალხის თვალში.არ უნდა შეხვიდე იმ სფეროში,სადაც არაფერი გესმის.თუ მაინც შეხვალ,კარგად გაანალიზე,ჰკითხე მცოდნე ხალხს,წაიკითხე,აწონ დაწონე და მერე თქვი.ასე გააკეთა კვარაცხელიამ და უფრო განიმტკიცა თავისი ავტორიტეტი.
მირო
04 მაისი 2024 11:55
9
აჰა, ესეც გამოჩნდა. დღეს ნაღდად დავითარსე. გეცლიათ აღდგომა და მერე გამოგექვეყნებინათ ამ გენიოსი კანონშემომქმედის ეგზომ ბრძნული გამონათქვამი. შემდეგი რომელია, სოზარიე თუ ალუდია?))))))))))))
ვანგა
04 მაისი 2024 11:54
15
Ვიქტორ ძმაო რატო იძახი რომ არავის არ გაუკეთებია მოწოდება..., ალბათ გულისხმობ საჯაროდ (იმედია) ჩემო ძმაო და საამაყო ადამიანო... Ჩვენ ყ ელგან ვწერთ და ვაფიქსირებთ იმ აზრს რომ ეს ჩვეულებრივი ზეწოლაა და სტრესის ქვეშმოქცევა, რომ სპორტსმენებმა სპორტზე უნდ აიფიქრონ და დაანებონ თავი, შეეშვან(სპორტსმენებს).. Რაც შეგვილი ვაკეთებ და მეტი არ მიგვიწვდება ხმა, მეტი ეს უკვე თქვენი გასაკეთებელია, ვისაც გენდეთ და ველოდებიით საქართველოსთვის გადადგმულ(და არა პირადი კეთილდღეობის5თვის) ნაბიჯებს, დიდება ღმერთს, მშვიდობა საქართველოს, ნათელი და ჭეშმარიტების შეცნობა ჩვენს ხალხს, ჩვენთან არს ღმერთი!
Არს და იყოს! Ამინ
გ.შ.
04 მაისი 2024 11:44
14
ეჰ ვალიკო ვალიკო ნეტაი არ ურიკინებდე..
დაცულია კიარა სრული დიქტატურა მკვიდრდება ქვეყანაში.
ბათუმელი ექსპერტი
04 მაისი 2024 11:38
13

სიახლეები პოპულარული