"სპორტსმენებზე არის პირდაპირი მითითება, რომ ესა თუ ის მოსაზრება დააფიქსირონ ღიად, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა" - ვიქტორ სანიკიძე

AutoSharing Option
დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია.

სანიკიძის განცხადებით, ის სპორტსმენებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„არა მარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ
გამოვიდნენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ ბულინგი დაარქვით, გინდათ ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, რომ ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე”, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 32 /
ზუსტადაც შენ, კალოშამ და ქოცების ბოზბანდა აბულინგებთ, თქვენი საქმე არ არის, პოლიტიკა არ იცით, ფეხბურთზე იფიქრეთ. რა გამოდის არა აქვთ უფლება საკუთარი აზრის გამოთქმის. სირცხვილია მართლა რაა, ბიძინა საქართველო და რასაც ბიძინა იტყვის ის არის ჭეშმარიტება?
Badiri
04 მაისი 2024 15:22
14
ბიძინა ტვინზე ოპერაციებს ხომ არ გიკეთებთ? აბა ერთი გვითხარი საიდან აძლევენ მითითებებს სპორტსმენებს? შენ თვითონ როდესაც ხედავ ქალებზე და ბავშვებზე რიმ ძალადობენ არაბაირი აღქმა არ გაქვს ბიძინას მითითების გარეშე? ესეთი რა გემართებათ მაგ სავარძლებში ჩაჯდომით რომ ასე ყველა გადაგვარდით და თავი შეაზიზღეთ ხალხს? ბიჭო მუდმივი არაფერი არაა ცხოვრებაში და ადამიანობა შეინარჩუნეთ ასე ნუ ანიავებთ თქვენდამი პატივისცემას.
G.LA
04 მაისი 2024 18:09
12
ეხლა თურმე ფეხბურთელებს აიძულებენ რაღაცის თქმას...არ გაგდივათ ეგ ნომერი და ხალხს კიდევ უფრო აღიზიანებთ...ამდენი წელი იტივტივეთ. ნაცი-ნაცის ძახილით და ნაცებზე უარესები გახდით...გაგცემთ ქართველი ხალხი პასუხს თქვე ქოცნაცებო
უტიფრებო
04 მაისი 2024 13:59
9
ბრაზი - სულ ტყუილად ცდილობ ჩემზე ნაცის იარლიყის მიკერებას ქოცი და ნაცი ჩემთვის ორივე საძულველია... აი ღატაკ ქვეყანაში ქოცებს რომ აპრავებ სადაც ჯერ ისევ ნაცების დროინდელი სასამართლო სისტემა მუშაობს მგონი ყველაფერი ნათელია
პასუხი
04 მაისი 2024 14:56
3
ნაცებზე უატესები რატომ?რით? რა,პატიმრებს აწამებენ ციხეებში,ტუბერკულოზით იხოცებიან "პაჩკები",როგოც მაშინ?ბიზნეს ატერობენ?ქუჩებში ხვრეტენ ახალგაზრდებს?პროვოკაციულ პოლიტიკას ეწევიან?ომი ვერ ააცილეს ქვეყანას და ახალგაზრდები მასიურ დახოცვას?ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ ღირსეულად და დამსახურებულად თუ რა?ეკონომიკა არ მიდის წონ თუ რა?რამდენი კიდევ დადებითი და საამაყო?!;
ესაა ნაცებზე უარესობა,თქვე მართლა მამალო ბოროტო და უსამართლო ნაცო ქტქვენა!!!
ბრაზი
04 მაისი 2024 14:28
21
ქლიბი რო სავარძელში ჩადო, ჭკუა მოემატება?)))))))))))))
G.LA-ს
04 მაისი 2024 18:32
11
აბა რა, ეგრევე დავიჯერეთ! დავალებები მიიღეს ალ-ქაიდადან, ხამასიდან და ნაურუს ხე-ტყის დამამუშავებელი საწარმოს დაცვის უფროსისაგან!!! ვიტია, დანარჩენები შენ ჩამოთვალე, მიუნჰაუზენო))))))))))))
აბა რა, ვიწიოკ)))
04 მაისი 2024 18:29
12
გვანახე ვიქტორ, ან წაგვაკითხე, სად, ვინ, როდის დააბულინგა ჩაკევტაძე, ქოჩორა, კანკავა, კაშია, ბუდუ. მექვაბიშვილი, .......
ან სად ხედავ სიტყვის თავისუფლებას? აღდგომა ღამეს ბავშვებს რომ ზონდერები ცემენ მაანდ? რა გინდოდა ამ პოლიტიკაში ვიქტორ, ხარლხის უსაყვარლესი კალათბურთელი იყავი, გაჩუმდი მაინც!
Irakli
04 მაისი 2024 14:33
15
რუსებოო!!!
!
04 მაისი 2024 12:37
15
შენ ხარ მარტო ქართველი?????
ღრუსიც ხარ და დამპყრობელიც!!!
04 მაისი 2024 13:45
10
ეს არის ფეხბურთელის, რაგბისტის, მოჭიდავის, მომღერლის და ა.შ. გაფეტიშების შედეგი, ამის გამო რომ ირჩევს ხალხი ამათ პარლამენტში, მერად თუ მთავრობაში, ეს არის ზუსტად საზოგადოების დაბალგანვითარებულობის მაჩვენებელი, დაწერილს რომ ვერ კითხულობს და გორის მერად რომ აირჩევ. არაერთი მაგალითია უკვე როდესაც ესა თუ ის სპორტსმენი აღმოჩნდა ერთი ჩვეულებრივი, არც თუ მაღალი ზნეობის მატარებელი, აგერ პარლამენტში ზიან რამდენიმე ეგეთი ფულს გამოკიდებული, იქით ზვიადაური, აგერ ხინჩიგაშვილები, იქით ნაკლებად წარმატებულები ზონდერებში არიან გაწევრიანებული. ხოდა გაიტანა გოლი? მოიგო მედალი? ტაში დავუკრათ და თავის საქმეში გაუმარჯოს, რა ჯანდაბა უნდა მაგათ პარლამენტში? ლეღვის ფოთლად იყენებენ ხმები რომ მოუტანონ, შეყრიან პარლამენტში და იქაც კარგია ბიჭია და ერთი გადაუხვიოს "პარტიის" ხაზს. ასანიძე-სპორტსმენი და მწვრთნელი დასაფასებელია და ასანიძე-დეპუტატი ერთი დიდი გაუგებრობაა
გიორგი
04 მაისი 2024 13:27
5
ეჰ ვალიკო ვალიკო ნეტაი არ ურიკინებდე..
დაცულია კიარა სრული დიქტატურა მკვიდრდება ქვეყანაში.
ბათუმელი ექსპერტი
04 მაისი 2024 11:38
13
ვალიკო კი არა, მწვანე კაცია. აი სწორედ ეგენი აჭერენ მწვანე ღილაკს თითს. მაგნაირი მწვანე კაცები დარბოდნენ პირველად ყირიმში, რომელიც რუსეთმა უომრად დაიპყრო 2014 წელს. ჰკითხეთ ეხლა ამას, რაზე აჭერს თითს? სანაძლეოს ჩამოვალ გარტყმაშიც არაა რომ ქვეყანას ძირს უთხრის. აკადემიის უფასოდ ხელში ჩაგდება არ ითვლება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ყველასთვის.
ბათუმელი ექსპერტ - ს
04 მაისი 2024 12:01
11

სიახლეები პოპულარული