"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.
სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.
აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.
დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.
ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.
ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.
ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.
მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.
დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია
ერთი და იგივე ტიპი ჯერ ნაცებს გააკრიტიკებს და ხელს ასე მოაწერს - "ივანიშვილოვის ბოტი", მერე ქოცებს გალანძღავს და ხელს მოაწერს - "სააკიანის ბოტი".
რა მნიშვნელობა აქვს, ფულს ვინ გადაუხდის? არავითარი.
ასეთი ერთ მუშტად შეკრული ფერადი ახალგაზრდობის პროტესტი არასდროს ახსოვს საქართველოს!
მჯერა ასევე ეს ახალგაზრდები არიან ვინც დაამარცხებს ამ ხელისფულებას. შემდეგ კი მინიმუმ ქვყნიდან გააძევებენ აბსოლუტურად ყველას ვინც რუსეთუმე იყო და არის. მაქსიმუმ კი 20-წლიანი სასჯელი არ აცდებათ!
სულ ცოტაც ფერადო ახალგაზრდებო და თქვენსას მიაღწევთ!
გაილაღეთ ეს ქვეყანა თქვენია მარტო 40 + ასაკის ქართველებს კი სიტყვის თქმის უფლებაც არ უნდა ქონდეთ!
წინა ევროპისკენ!
"კაკ რაზ" მარტო თვითონ ლაპარაკობს, არც მეტი და არც ნაკლები !
რუსეთზე მეტი და დიდი საფრთხე საქართველოსთვის დღეს არ არსებობს !!!
ჰოდა, აღარაა საჭირო "ცისატყელებით სავსე" ინფანტილური დიდაქტიკა !
გამომუშავებაა?!