"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
თქვენ ვის ბულინგზე ლაპარაკობთ, ხალხს სოციალურების მოხსნით ემუქრებით, თქვენს მიტინგზე თუ არ წავიდნენ. სამარცხვინოებო.
ნამუსი სად დაკარგეთ
05 მაისი 2024 04:22
31
ჩემი შენ გითხარიო! რასაც სხვაზე ამბობ ზუსტად იმას აკეთებთ თქვენ!!! პირიდან სულ ზიზღი და შხამი გადმოგდის შე მართლა უტიფარო, უტიფრად რომ იტყუები ყოველდღიურად!
!
04 მაისი 2024 12:35
29
უტიფრები ნაცებისკენ მოიკითხე, თანაც იცი რამდენი უტიფარები გყავს? კახიზე აქოთებული პირი გამოირეცხე!
!-ს
04 მაისი 2024 12:44
36
ამას მილიონები ვერ შველის! დიაგნოზი ზუსტია!!!
ექიმი
04 მაისი 2024 12:41
7
ყველა გამოხმაურება
ძალიან გული მწყდება რომ ასეთი უვარგისი ადამიანი გამოდექი კახი! ხან ნაცი და ხანაც ქოცი, მექრთამეობის და კომფორმიზმის სიმბოლო ხარ და ეხლა ამ ბიჭს ამოეფარე! ყოველ ჯერზე ცუდი საქმეები უკეთეთ ხვიჩას და ეხლა საერთოდ ბრიყვად გამოიყვანეთ. როგორცაა ეგრეა, არც ხვიჩას ნათქვამი შეცვლის ჩვენი ახალგაზრდობის მისწრაფებებს და მით უმეტეს შენ ვისღა დაკარგვიხარ! წინ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად!
პაატა
04 მაისი 2024 15:21
23
ეს ყველაზე დიდი მტერია ხვიჩასი!!! სკდება ბოღმით და შურით!!!
გოგა
04 მაისი 2024 15:29
15
ბატონო კახი. თქვენს სიტყვებს რომ მეტი წონა ჰქონდეს, აუცილებლად უნდა მოჰყვეს ქოცების ინტელექტუალური ლიდერების ( მხედველობაში მაქვს ყაველაშვილი, სუბარი,ზარქუა,ინჯია და რა საკვირველია სრულიად "დამოუკიდებელი მოსამართლის" მურუსიძის) კომენტარები. ჩვენ გვჯერა ბატონი ბიძინას "უმწიკვლო პატრიოტიზმის","განათლების" და "სტრატეგიული შორსმხეველობის". ეკლესიის ანაფორიანი ჩეკისტებიც თუ ერთი ორ სიტყვას დაამატებენ, ხომ საუკეთესოა
Walter White
04 მაისი 2024 15:48
14
მიშა სპეცმუშაკია და არა ლიტმუშაკი,მან ბრწყინვალედ იცის საბჭოური ტიპის სახელმწიფოს მართვის ანატომია და იყენებს უშეცდომოდ,ვიმეორებ უშეცდომოდ !

არცერთი შეცდომა არ დაუშვია ,ისე მიაღწია შედეგს ! მიშას არაფერი შეშლია, არც შეშლილია, კგბ-ა და ზედმიწევნით შეასრულა საქართველოს დაცემის ჩეკისტური ინსტრუქცია , ამერიკა არა კვახი, მაგათ "შეიცურეს" მიშა, ვითომ ჭამეს "შუქურა" და მიუქსიეს პუტინს, ერთიც კგბ , მეორეც, ჭამონ ერთმანეთიო, მიშამ ჭამა საქართველო! აბა ჩვენ ნატოო? ევროკავშირიო ? ჰმ, სსრკ თვალსა მარგალიტს , საქართველოს მიშას და მიშიანცების წასვლა მოსვლის პირობებში სსრკ კარიც დახშული აქვსთ, ნატოსი მითუმეტეს! მიშამ ჭამა საქართველო! ჩვენ ვჭამეთ მიშა, მერე ქოცი ვჭამეთ, ახლა ისევ მიშა იქნება საჭამი და ასე, პაპის ვალს მამა გადაიხდის, მამისას შვილი, იმისას შვილიშვილი და ვიფრენთ დილამდე! როდემდის ? სანამ ჭკუას არ ისწავლით და არ დაემშვიდობებით ჩეკა კგბ კომპარტია კომკავშირს, აი იქამდე!
ალექს
04 მაისი 2024 16:19
11
ძალიან საგულისხმოა რომ პუტინიც ფაშისტური იდეოლოგიისგან უკრაინის გასათავისუფლებლად ანადგურებს უკრაინას
04 მაისი 2024 11:59
10
ესენი მალე დენაციფიკაციაზე დაიწყებენ საუბარს, აგერ მე და აგერ შენ
მეგრელი
04 მაისი 2024 12:07
8
ცუნცულ,ვიდრე რამეს იტყვი,ლოგიჯასაც მოუხმე.პუტინი სხვის ქვეყანაში შეიჭრა,უკბილო შედარება გამოგივიდა
ადამიანი
04 მაისი 2024 12:07
19
კაცმა თქვა, არავინ მინდა გამოიყენოს ჩემი სიტყვები და განცხადებაო და ამათმა 5 წუთი ვერ მოითმინეს... ყოჩაღ კახი, "მაგარი კაცური საქციელია"
III
04 მაისი 2024 15:09
11
კალაძე, გაექანე მთაწმინდიდან და გადაშენდი! მალე მილანში აღარ შეგიშვებენ და ირანში ერთი კაი პარიკმახერის მისამართი ვიცი (აიატოლებს უმოკლებს წვერებს) და ეს ინფო ჭკუაში თუ დაგიჯდება, მაშინ გაგიზიარებ, სულ რაღაც 10000 ევრო დაგიჯდება (რუბლებით არ შემაწუხო).
ელიასი
04 მაისი 2024 19:57
18
ეს ის კალაძე არ არის იტალიასთან საკუთარ კარებში ორი გოლი გაიტანა? უსირცხვილო ადამიანია
simartle
04 მაისი 2024 16:45
23
კი ეს ის კალაზეა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი ორჯერ, რომ ეჭირა ხელში. შენ კი დიდი ნაბიჭვარი ვინმე ყოფილხარ, რადგან საკუთარ კარში ბურთი თავისი სურვილით არავის გააქვს და ამის წამოძახება ამხელა დამსახურების მქონე ფეხბურთელზე დიდი უზნეობაა. თუმცა ნაცთან რა ზნეობაზეა საუბარი.
ჟორა
04 მაისი 2024 16:52
15
1. ქართულად წერა ისწავლე !
"იზავ", "პრასტრელი" და ა.შ. არც სწორია და არც ქართულია ...
2. ორი "გაუპრავებელი" ავტოგოლის "გაპრავების" უნიჭო მცდელობას შეეშვი - ავტოგოლების ახსნა შეიძლება, მაგრან არ "პრავდება" !
3. კარის უკან მჯდომის დანახულით "პრასტრელის" ახსნა-შეფასების უნიჭო მცდელობაზე, გეტყობა ფეხბურთშიც ისე ერკვევი, როგორც ქართულ გრამატიკაში .
-----------
აბსოლუტურად არ მინდოდა გულისტკენა , მაგრამ ...
არცერთი ფულზე/ფულით და ძალაუფლებით გაგიჟებული კაცი არაა დასაცავი...
დიდხანს იცოცხლე !
100 % -ს
04 მაისი 2024 17:47
5
ყველა გამოხმაურება
ხვიჩას ვერავინ დაამცირებს, შენს ჩასვრილ ცხოვრებას მიხედე....
ზაზა
04 მაისი 2024 23:10
7
სირცხვილია, კახა !
სირცხვილია !
დიდი ხანია უკვე, სირცხვილია !
"ბრავო" კალაძე !
04 მაისი 2024 14:38
12
მართლა სურცხვილია !
ასე ფული კაცს გონებას უბნელებდეს
და ხალხის სიყვარული ასე გაანიავოს,
სამწუხაროა !
არა და, ყველა არჩევნებზეე მის სასარგებლოდ ... მივქარე !
"მეტს არ ვიზამ !
---------------
ფული, კახა !
ბევრი ფული !
არა და,
04 მაისი 2024 14:57
5
სირცხვილია, როცა სხვას ამუნათებ და შენ თვითონ ცდილობ კვარაცხელიას ნათქვამი, თუ დაეერილი შენ თვითონ გამოიყენო !!!
არაა ასე ?!
სირხხვილია, შენ "ევროპის მოქალაქე" შვილები გყავდეს და სხვა ევროპას უკეტავდე !
სირხვილია , ღარიბი ქვეყნის პრივილეგირებულთა კოჰორტა ყველაფრიდან ფულს აკეთებდეს !
სირცხვილია უტიფარი ტყუილები ილაპარაკო და შენს გარემოცვას აფინანსებდე ...
და კიდევ ბევრი რამაა სირცხვილი !
დაინტერესებულ -ს
04 მაისი 2024 15:14
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული