"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
კახი, გლობალური ომის პარტიის ხსენება გამოგრჩა.)))) ჰო, ხომ იცი ვინ უდგას სათავეში? შაჰ-აბასი ბიჭო, შაჰ-აბასი. აბა ჰე, მეორე სტატიაში მაინც ახსენე, გელოდებით!)))))))))))))))))))
ომის პარტიის გენერალ-უსტაბაში, სოზარ ბაბანგიდა
04 მაისი 2024 12:20
23
ფეხბურთელების შტერად გამოყვანის უსუსური მცდელობაა.შეგრცხვეს კახა მართლა გგონია რომ ამას ვინმე ჭამს დღეს?
საქართველო
04 მაისი 2024 16:04
14
Ხაბარელი ხაბაროვსკში,წილისანი ონლიფანზე , ქართველები ევროპაში!
garegin meore
04 მაისი 2024 12:58
14
ტალახიანი ღორი სხვების გასვრას ცდილობს!!’—- კაციჭამიებს რომ ჩვენს ფულს აჭმევ წლობით და ისევ ჩვენ გვიქსევ, მაგისთვის მოგთხოვთ პასუხს, ერთ მშვენიერ(!!!) დღეს!
ხალხი
04 მაისი 2024 12:46
15
ევროპაში შესვლას ვიმსახურებთ და არაფერი არ უნდა დადგეს წინო( მათ შორის ეს რუსული კანონი) -ეს დაწერა ხვიჩამ და რავიცი ქოცტროლბოტებს რა გიხარიათ ? )))
trifonia
04 მაისი 2024 12:16
12
კალაძე ამით ხვიჩას კი არ იცავ ამცირებ, თითქოს თვითონ არ შეუძლია აზრის გამოხატვა.აქაც ისე ჩანს თითქოს ვინმემ უკარნახა რა უნდა დაეწერა.სხვა ფეხბურთელებზე ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩება. 23 წლის არის გაიძახით ბავშვიაო, იმ აქციებზე მაგაზე პატარები დგანან.ბავშვი კი არა უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, უბრალოდ არ შეუძლია აზრის დამოუკიდებლად გამოხატვა.
LLL
04 მაისი 2024 22:16
9
ხვიჩა! სწორი და კარგი მიმართვა იყო!
სტუდენტი.
04 მაისი 2024 12:37
8
გამოჩნდა კიდევ ერთი ჭკუის დამრიგებელი. თან თავისზე მიმართული ისრებიც როგორ ტექნიკურად გადააქვს ხვიჩაზე. ტალახაძეც შემოაცურა ტექსტში უნებლიედ. ბიჭო კახი, დაანებე თავი ყველას, დიდი ბიჭები არიან უკვე( განსაკუთრებით ტალახაძე, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) და შენს ნამოქმედარზე აგე პასუხი.
დაანებეთ ხვიჩას თავი!
04 მაისი 2024 12:13
10
ჯობია ხვიჩას თავი დაანებო და შენს ცხოვრებას მიხედო. ხვიჩა შენსავით არ იკოტრიალებს კამერების წინ ტიტლიკანა.
გორგოძე
04 მაისი 2024 23:27
3
სუპერუტიფარო კალაძე! ამ ბიჭებს თავი დაანებეთო, რომ გაჰკივი, თქვენ არ იყავით არჩევნების წინ ტალახაძეს რომელიღაც თქვენი ნომერი რომ გამოათრევინეთ ეკრანზე? თუ გგონია, რომ ყველა ყველაფერს ივიწყებს და მხოლოდ შენს ნაბოდვარზე ცეკვავს? ამ ტალახაძემ, თუ მთლად მექანიკურ მოწყობილობად არ არის უკვე გადაქცეული, ის მაინც მოინანიოს საჯაროდ, რაც მაშინ გააკეთა თუ გააკეთებინეს. ანდა ნუ მოინანიებს, მისი საქმეა.
ელიასი
05 მაისი 2024 10:52
6
კახა, ჩონგური საქართველოა? ))))) გარეჯი? ))))
ჩონგური საქართველოა?
04 მაისი 2024 18:20
7
რომელი გარეჯი, მიხუილმა რომ გაყიდა?!
alexandre
04 მაისი 2024 20:22
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული