"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
ნუ დაგავიწყდება რომ ციხეს ორი კარები აქვს...
ალექს -ს
04 მაისი 2024 15:54
8
არავის ეჭვი არ ეპარება იმაზე , რომ განსხვავებული აზრის გაკრიტიკება დაუშვებელია, მაგრამ ეს აზრი შენი უნდა იყოს და არა სხვის მიერ შენს თავზე მოხვეული. მხედველობაში მყავს მართველი პარტიის პოლიტიკოსები.
ანაგელი
04 მაისი 2024 14:42
4
ხვიჩა, ქვეყნისთვის რაღაცას, რომ წარმოადგენს კაცი, სწორედ მაშინ უნდა იყო ფრთხილად და მოზომო ყველა შენი მოქმედება. კაცი მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელი ხარ და რატომ აძულებ თავს ქართველთა უმრავლესობას? დღეს რუსთაველზე პირსისხლიანი, და ასობით ახალგაზრდა კაცის მკვლელი ნაციონალური მოძრაობა და მათგან დატრენინგებული და გაბრიყვებული ახალგაზრდობა დგას, რომლებსაც შენი სამოქალაქო პოზიციით გვერდში უდგები და მათნაირი ხდები. რა გაიძულებს იმას, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკოცნელი ლოყა საფურთხებლად გაიხადე? ევროპაში მეშოკებიც ბევრი ყრია, მაგრამ მათ ფასი ორი შაურია და ასეთი იქნება ყოველთვის, ამიტომ ქართველები ევროპაში მეშოკის ღირებულებით კი არ უნდა შევიდეთ, არამედ ღირსეულად, როგორც ეს პირველ ევროპელებს, ანუ ჩვენს წინაპრებს იბერებს ეკადრებათ, ან საერთოდ არ უნდა შევიდეთ, რადგან მონა სად იქნები რა მნიშვნელობა აქვს? ჰოდა მაგ მომიტინგეებს ევროპაში ნებისმიერ ფასად უნდათ შესვლა, ხელისუფლებას კი ღირსებით. პირადად მე ოცნების მეხოტბე არ ვარ, რადგან ბიძინამ და მაგისმა დასმულმა მთავრობამ დამინგრია 5 ათას წლიანი ოქროს საბადო საყდრისში და არც მე და არც ქართველი ხალხი ამ უგნურებას და ბოროტებას მათ არ აპატიებს, მაგრამ ბოლოს მათ მიერ დაანონსებული სამი კანონი, მართლაც, რომ საეტაპოა ქვეყნის წინსვლისათვის და ამიტომ ყველა ცხოვრებით დაბრძენებული ხალხი მაგათ გვერდში ვდგავართ. ერთმა ბრძენმა თქვა: " არ არსებობს ბავშვი, არის კაცი, რომელსაც ნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვსო". დიახ რუსთაველზე დღეს ის ხალხი დგას, რომელსაც ნაკლები ცოდნა, გამოცდილება და რეალობის აღთქმა აქვთ, მათ ჭკუაზე აშენებული ქვეყანა კი მათნაირი იქნება, თუ მათ ჭკუას საშუალო და უფროსი ასაკის ხალხის ჭკუა არ დაემატა. ამ ასაკის ხალხი კი ქუჩაში გასვლისაგან თავს იკავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიზანი რისკენაც მომიტინგეები მიდიან, მცდარია. ჰოდა ამ ხალხის გვერდით დადექი დღეს შენ ხვიჩა კვარაცხელია, რითაც ისეთი ზიანი მიაყენე შენს თავს, ვერცერთი მტერი რომ ვერ მოგაყენებდა. სხვათაშორის სწორედ რუსეთმა, სიომინმა და რუბინმა ითამაშა შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი, ისინი კი რუსეთს წარმოადგენენ.
ჟორა გაბრიჭიძე
04 მაისი 2024 14:02
27
ჟჟჟორა, არარაობა ხარ და ძალიან მაგონებ ვინმე ალეესას, რომელიც ქოციანობის დაწყებიდან ტროლაობით ცეცხლავს ჩვენს ლუკმას!!!
ხალხი
04 მაისი 2024 14:20
5
ხალხი-ცეცხლი და ნავთი ჭამე, სანამ მე სხვისა არაფერი ვჭამო, რეგვენო გნაცო ! ციხეში უნდა ჭამდე ბალანდას!
ალექს
04 მაისი 2024 15:51
1
ყველა გამოხმაურება
ბორენკა არჩევნებს გააყალბებს. ეს დიდი ხანია ყველამ ვიცით. ტარდება დიდი მოსამზადებელი სამუშაო. რუსული კანონით მოიშორებს იმათ, ვინც საარჩევნო უბნების ოქმების შემოწმებას აპირებს. სააკიანის "ნაჩალნიკები"-ც არ აპირებენ არჩევნების წაგებას. დიდი ჩხუბი იქნება.
რეალობა
04 მაისი 2024 19:25
12
კომენტარების 99% ბოტების დაწერილია. ბოტების უმრავლესობა ირივე ბრიგადას ემსახურება.
ერთი და იგივე ტიპი ჯერ ნაცებს გააკრიტიკებს და ხელს ასე მოაწერს - "ივანიშვილოვის ბოტი", მერე ქოცებს გალანძღავს და ხელს მოაწერს - "სააკიანის ბოტი".
რა მნიშვნელობა აქვს, ფულს ვინ გადაუხდის? არავითარი.
რეალობა
04 მაისი 2024 19:00
8
არა და შენი ლოგიკიდან გამომდინარე, შენ აშკარად გეტყობა რომ ბოტი ხარ.
არა რუსულ კანონს
04 მაისი 2024 20:44
8
ჩემი კომენტარი ვის ეწყინა? ბოტებს, რა თქმა უნდა.
რეალობა
05 მაისი 2024 02:02
0
ხვიჩას პოსტის რეალურმა ავტორმა გამოყო ფეხი, ანუ, აი, ამ პოსტის შესაქმნელად შეიქმნა ხვიჩას პოსტი. თუ ასე არ არის ხვიჩა, მაშინ გარკვევით დაწერე, რატომ გიმძიმს იმის ყურება, რაც ქუჩაში ხდება, კალაძის მიერ ლამის პუტჩისტებად მონათლული ახალგაზრდები გაღიზიანებს, თუ მათი რბევით გაუმაძღარი ზონდერები?
ა ბატონო!
04 მაისი 2024 14:09
7
ადამიანი . მართალი ხარ პუტინი უკეთესი ყოფილა სხვას ანადგურებს
04 მაისი 2024 12:25
8
სულ ცოტაც და პროგრესი სილაღე ბრწყინვალე ლიბერალიზმის იდეოლოგიის განმსჭვალული ახალგაზრდობა დაგასრულებთ!
ასეთი ერთ მუშტად შეკრული ფერადი ახალგაზრდობის პროტესტი არასდროს ახსოვს საქართველოს!
მჯერა ასევე ეს ახალგაზრდები არიან ვინც დაამარცხებს ამ ხელისფულებას. შემდეგ კი მინიმუმ ქვყნიდან გააძევებენ აბსოლუტურად ყველას ვინც რუსეთუმე იყო და არის. მაქსიმუმ კი 20-წლიანი სასჯელი არ აცდებათ!
სულ ცოტაც ფერადო ახალგაზრდებო და თქვენსას მიაღწევთ!
გაილაღეთ ეს ქვეყანა თქვენია მარტო 40 + ასაკის ქართველებს კი სიტყვის თქმის უფლებაც არ უნდა ქონდეთ!
წინა ევროპისკენ!
ნამდვილი კორბენი
04 მაისი 2024 14:36
21
მთელი ქვეყანას 41 მართავს და აღარავის უსნენს, არც ადგილობრივს და არც ამერიკა -ევროპულს !
"კაკ რაზ" მარტო თვითონ ლაპარაკობს, არც მეტი და არც ნაკლები !
რუსეთზე მეტი და დიდი საფრთხე საქართველოსთვის დღეს არ არსებობს !!!
ჰოდა, აღარაა საჭირო "ცისატყელებით სავსე" ინფანტილური დიდაქტიკა !
არა და, 41 >40 !
04 მაისი 2024 14:47
2
ქართულ ჭირვეულ საზოგადოებას ჭირდებათ სახალხო ფსოქოლოგიის ინსტიტუტი !!
ჟორა
04 მაისი 2024 14:23
5
რაღაც ჯგუფი იკვრება და სტალინზე გამოგონილ ტყუილებს დებს. . .მერე ვითაც იწყებს გინებას. . იღებს პასუხს. . თავიანთ გინება ტოვებენ სხვისას შლიან. . მერე დათვლი ნეგატიურ კომენტარებს და რას ხედავ ასოასო ემთხვევა 82 და 69 უარყოფითი კომენტარი. .აი ესენი მერე სხვა აზრის მთქმელს ტროლბოტია ეძახიან
ნაპოლეონი
04 მაისი 2024 16:33
12
ცოტა დაოკდი, რა ამბავია, რა დღეში ხარ !
გამომუშავებაა?!
აუ, ეს რა მაგრად უბერავს !
04 მაისი 2024 19:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული