"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
ძმის გამოსასხნელად ფულის გადახდა დაგენანა კაცი მილიონერი იყავი და ეგრევე პოლიცია ჩარიე საქმეში რატო მაშინ არ დაგეხმარნენ შენი დღევანდელი შავი ბრატები?? ხო გამახსენდა მაშინ რა სახელიც გქონდა მაგ შავ სამყაროში კარგად გეხსომება თავადაც... არა ბიძოს კანონს! რაც მნიშვნელოვანია და აუცილებელი ის კანონები მიიღეთ. რით ვერ გაძეხი კახა მილიონერი ხარ წადი რა მოგვშორდი ან შენთვის იყავი და იგულავე. უწიგნური კაცი ხარ შენ რა ქვეყანა უნდა დააყენო ფეხზე?
roni
04 მაისი 2024 14:56
18
კახა, რამზესი წამომდგარა თურმე, ამბობენ მოდისო უკვე თავისი ურიცხვი ლაშქრით.)) აბა შენ იცი, ფრთხილად იყავი, მეორე ნიუსად შემოაგდე.))))
კუპატ ქაბაბოვიჩი
04 მაისი 2024 12:27
21
სად გავიცინოთ? ხახ ხა ხა! ვაი შენს პატრონს? გატყობთ, მაგარი ორღობის გოიმი იქნები.
კუბატ ქაბაბოვიჩ-ს
04 მაისი 2024 12:42
25
"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია" - ამაზე ვკაიფობ. ))))
რა ცოდო ხარ კახიიიი
04 მაისი 2024 14:57
10
კვარამ რომ დაწერა არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოსო, ახლა ეს კალოშა არ იყენებს სათავისოდ?
ხვიჩა
04 მაისი 2024 14:43
4
ზუსტად ეგრეა, მარა ამათ სინდის - ნამუსი და ღირსება ძალაუფლებამ და დიდმა ფულმა კარგა ხანია დააკარგვინა!
არა და
04 მაისი 2024 15:19
3
ზუსტად ეგრეა, მარა ამათ სინდის - ნამუსი და ღირსება ძალაუფლებამ და დიდმა ფულმა კარგა ხანია დააკარგვინა!
არა და
04 მაისი 2024 15:06
2
რა ფლიდი ხარ კალაძე. ქოცებმა მიუსიეთ ტროლბოტები და ახლა რეებს ბოდავ? უწიგნურო სიტყვა ფაშიზმი იცი რას ნიშნავს და ვისზე უნდა თქვა ეგ ბრალდებაა იცი? რუსულ კობახიძის ნარატივს დააჯექუ ადრე ფაშიზმს ხშირახ რომ ხმარობდა? ხშირად ფაშიზმე იმიტომ ლაპარაკობთ ქოცები ოკუპანტი რომ მოიპატიჟოთ “საჭიროების შემთხვევაში” ისე როგორც ბელორუსში ან ყაზახეთში იყო? დავალებებს ნაბიჯ ნაბიჯ მიყვებით, მაგრამ რუსები დამარცხდებით საქართველოს ამ თაობასთან.
G.LA
04 მაისი 2024 17:37
11
შე ნაც ქათამოო DD
zura222
04 მაისი 2024 18:16
9
ამ ბიჭს ქათმების ტელევიზიიდან როგორ აბულინგებდნენ არ გახსოვს, კაცს ეკლესიაში სიარულისთვის ბნელი და რუსეთუმე უწოდეთ და პრეზერვატივზე დაახატეთ და კიდევ ქოცებს აბრალებთ, კარგით რა, ქოცებს თავიანთი ეყოფათ.
არ გახსოვთ
04 მაისი 2024 19:01
4
ცოტა ხანში კალაძე/კობიაშვილი იმითაც დაგვამუნათებს ქართულ ფეხბურთს ყველაზე დიდი წარმატება საბჭოთა დროს ჰქონდაო ამიტომ გვინდა რუსეთიო "ქართული ფეხბურთი" რომ განვითარდესო
გიორგი
04 მაისი 2024 14:02
10
სპორტსმენებს რომ მოსაზრების გამოთქმას უკრძალავთ, როგორიც არ უნდა იყოს მისი მოსაზრება, მთავრობაც და ოპოზიციაც, ვინც მათ მოსაზრებებზე გაკეთებულ კომენტარებს ბულინგი დაარქვა, პირველი დამბულინგებელი ის არის. და კიდევ შეხედეთ პარლამენტში რამდენი სპორტსმენი პოლიტიკოსი გვყავს, ვინც სხვა სპორტსმენის პოლიტიკურ მოსაზრებას უცოდინრობას მიაწერს. ჯერ თქვენ თავში და გულებში ჩაიხედეთ თქვენ რამდენად ხართ პოლიტიკოსები რომ სხვის სამოქალაქო გამოხატვის უფლებას აბულინგებთ (ამ შემთხვევაში ბუდუ ზივზივაძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ვგულისხმობ) თქვენს ოჯახებს როგორ უნდა გაუსწოროთ თვალი როცა მოპოლიტიკოსო მოსპორტსმენო ელემენტები სხვას აკრიტიკებთ და ლანძღავთ.
roma
04 მაისი 2024 12:14
8
რატომ უყვართ ბავშვების გამოყენება რევოლუციების სცენარისტებს?
მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ რევოლუციაში ის, ვისაც გუშინდელი და გუშინწინდელი რევოლუციები ახსოვს?
- ვინც ივანიშვილის რევოლუციის დროს ყვიროდა ქუჩაში: "ცოცხისტებო!"
- ვინც ვარდების რევოლუციის დროს ყვიროდა ქუჩაში: "წადი!"
- ვისაც სარიშვილი და წერეთელი ასწავლიდა ქუჩაში: "თქვენი სისხლი უნდა დაიღვაროს! თქვენი!"
- ვინც ხრუშევის დროს თბილისში სტუდენტების პროტესტში მონაწილეობდა და ყვიროდა სანაპიროზე: "ლენინ! სტალინ! მაო ცზე დუნ!"
- ვინც 1917-ში ყვიროდა ქუჩაში: "Вся власть Советам!"
- ვინც გლადიატორების აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა და ყვიროდა: "თავისუფლება!"
ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს, ის გავა პროტესტებზე? დღევანდელი სტუდენტი ხვალ გავა პროტესტებზე?
ამიტომ ეძებენ სცენარისტები და რეჟისორები რევოლუციონერებს საბავშვო ბაღში.
რეალობა
05 მაისი 2024 04:49
36
რა შესანიშნავი პოსტი დავწერე.
სიმართლე რატომ არ გიყვართ?
რეალობა
05 მაისი 2024 08:37
2
არჩევნებით და რევოლუციებით ვერ მოიშორებთ საზიზღარ რეჟიმს, იმიტომ რომ არჩევნებსაც და აჯანყებასაც ის ბოროტი მანიპულატორები აკონტროლებენ და გეგმავენ, ვისი მოშორებაც არის აუცილებელი, რომ რამე შეიცვალოს.
დღეს არჩევნებიც და რევოლუციებიც არის ცირკი.
საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მზად,რომ განთავისუფლდეს, თუ მოსახლეობის 90% კეთილი, პატიოსანი, ჭკვიანი ადამიანები არიან და მათ კრიტილულად აზროვნების უნარი გააჩნიათ.
რეალობა
05 მაისი 2024 17:23
1
ყველა გამოხმაურება
დიტო სამხარაძის ბოტები აქტიურობენ...
jorj
05 მაისი 2024 01:28
8
ვეღარ გიშველით ტყუილები! ქართველებმა უკვე გაიგეს ბიძიას ჭეშმარიტი ზრახვები!კახი. ნუ ჩაყვები სამარეში მაფიოზს! 7 მილიონის(რაც გადაგიხადა ბიძამ) უკვე ემსახურე!
კახა
04 მაისი 2024 19:13
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული