"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
რატომ უყვართ ბავშვების გამოყენება რევოლუციების სცენარისტებს?
მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ რევოლუციაში ის, ვისაც გუშინდელი და გუშინწინდელი რევოლუციები ახსოვს?
- ვინც ივანიშვილის რევოლუციის დროს ყვიროდა ქუჩაში: "ცოცხისტებო!"
- ვინც ვარდების რევოლუციის დროს ყვიროდა ქუჩაში: "წადი!"
- ვისაც სარიშვილი და წერეთელი ასწავლიდა ქუჩაში: "თქვენი სისხლი უნდა დაიღვაროს! თქვენი!"
- ვინც ხრუშევის დროს თბილისში სტუდენტების პროტესტში მონაწილეობდა და ყვიროდა სანაპიროზე: "ლენინ! სტალინ! მაო ცზე დუნ!"
- ვინც 1917-ში ყვიროდა ქუჩაში: "Вся власть Советам!"
- ვინც გლადიატორების აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა და ყვიროდა: "თავისუფლება!"
ვისაც ეს ყველაფერი ახსოვს, ის გავა პროტესტებზე? დღევანდელი სტუდენტი ხვალ გავა პროტესტებზე?
ამიტომ ეძებენ სცენარისტები და რეჟისორები რევოლუციონერებს საბავშვო ბაღში.
რეალობა
05 მაისი 2024 04:49
36
მაგარი ე.წ. ლოგიკური აზროვნებაა !
ჰოდა, დალოცვილო რაღა რუსეთში მივძვრებით ?!
ამ ბელეტრისტიკას და ამხელა "ნოველის" წერას, მარტო "ისტორიის ცოდნის გამოვლენის" დატვირთვა აქვს,
თუ ფაქტების დამახინჯებული ინტერპრატაციით, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენის რისკის გამართლების მცდელობაა ?
ჰოდა, რეალურად ეს ყველაფერი რუსეთის იმპერიაში ხდებიდა,
10 მაისი 2024 15:27
0
არჩევნებით და რევოლუციებით ვერ მოიშორებთ საზიზღარ რეჟიმს, იმიტომ რომ არჩევნებსაც და აჯანყებასაც ის ბოროტი მანიპულატორები აკონტროლებენ და გეგმავენ, ვისი მოშორებაც არის აუცილებელი, რომ რამე შეიცვალოს.
დღეს არჩევნებიც და რევოლუციებიც არის ცირკი.
საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მზად,რომ განთავისუფლდეს, თუ მოსახლეობის 90% კეთილი, პატიოსანი, ჭკვიანი ადამიანები არიან და მათ კრიტილულად აზროვნების უნარი გააჩნიათ.
რეალობა
05 მაისი 2024 17:23
1
ყველა გამოხმაურება
თქვენ ვის ბულინგზე ლაპარაკობთ, ხალხს სოციალურების მოხსნით ემუქრებით, თქვენს მიტინგზე თუ არ წავიდნენ. სამარცხვინოებო.
ნამუსი სად დაკარგეთ
05 მაისი 2024 04:22
31
დიტო სამხარაძის ბოტები აქტიურობენ...
jorj
05 მაისი 2024 01:28
8
ვკითხულობ კომენტარებს და გული მერევა ამდენი ყვერი პროფესორი სად გამოიჩეკა..ჯერ იმ ბიჭს დაანებეთ ნაპოლში თავი..მერე ამ კალაძეს რასერჩით ? ბრმებიხართ??? შეხედეთ თბილის როგორ გაალამაზა მარა თქვენ (ჯოგს) რადგინდათ ერთკვირაში სანაგვედ გადააქციეთ...მართლა ჯოგი...
Sos
05 მაისი 2024 01:21
34
თქვა ხვიჩამ, არ გამოიყენოთო ჩემი ნათქვამი და არ დაიწყოთ ინტერპრეტაციებიო და...
"გაციება" არ აცალა ამ სიტყვებს კალაძემ !
ხომ ასე იყო ?
და კვლავ რატომ აგრძელებთ , მართლა დაანებეთ თავი ამ ბიჭს!
ჰოდა, "დაანებეთ თავი" კალაძეს არ ეხება ?!
10 მაისი 2024 15:33
1
კალაძეს და კვარას არ შეეხება,თუმცა უნდა დავწერო. ეს იმ გაუნათლებელ "ახალგაზრდობის" მისამართით,ვინც ქვეყნის მსახურება კამერის დამტვრევა გონია ან გზის გადაკეტვა. ეგრე ზვიადა ძიძიგურმა ლიანდაგი გადაკეტა საქართველოში და ასე აპირებდა რუსეთში შიმშილობის გამოწვევას.აი,ამ დონის გონებრივი გაქანების არიან ეს ჯენზები არიან თუ რაც არიან. მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი,როცა აშშ და თქვენმა დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა,რუსებმა აღიარეს სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.ამერიკელებმა კარგად იცოდნენ,თუ რას გამოიწვევდა ეს,თუმცა ქართველი ერი კიდიათ და ესე იქნება. სანამ მათგან ანგელოზს გამოიყვანთ,გაიხსენეთ,რეზერვაციები აქვთ ქვეყანაში და აქ მორჩა მათზე საუბარი. რუსეთი რო ოკუპანტია ეგ კარგად ვიცით და ისიც კარგად ვიცით,ვინ წააქეზა გიჟი მიშა. მომსწრენი ვართ იმ მოვლენების. თუმცა საინდან გეცოდინებათ ეს ამბავი,მიშას რეჟიმი არ გახსოვთ,ხოდა 2008 წელს ომი რო იყო საიდან გაიგეთ? იქნებ გატყუებთ და არ ყოფილა? ან დიდგორი მართლა გადაიხადა დავითმა,იქნებ ამასაც გატყუებთ? როცა მთავრობის გადადგომას ითხოვთ,ვიღაც უნდა მოგყავდეთ წესიერი,ხოდა ვინ არის ეგ წესიერი?

პ.ს. წეღან ვნახე და მომეწონა. ევროპამ და ამერიკამ რო გითხრათ "ფეჩი" ხართო,ბოლო უნდა გამოუშვათ? ასეთი გაუნათლებელი თაობა არ მინახია,ინგლისური ისწავლეს და ეს გონიათ განათლება. განათლება არის კრიტიკული აზროვნების უნარი,რაც არ გაგაჩნიათ.
იასონას უდარი
04 მაისი 2024 23:43
25
გზის გადაკეტვა საერთოდ არ სჭირდება,შეგიძლიათ მიხვიდეთ და გადაირჩიოთ არჩევნებზე.ხომ ამბობთ,რომ მთელი ქვეყანა ხართ,ხოდა დაელოდეთ არჩევნებს და კულტურულად გადაირჩიეთ. მერედა,ორივე მხარის მხრიდან ილიას მოშველიება რა მარაზმია,რამეს ამტკიცებთ ამით? ილია იმასაც ამბობდა,რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო",თუმცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიასაც ითხოვდა. ეს ორი ერთმანეთში როგორ ჯდება? ევროპა და ამერიკა გეუბნება რო ცუდია ე.ი. არ უნდა მიიღოთო,ხო ეს არის არგუმენტი? ხოდა ეს არის ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს? დავანებოთ თავი კანონი კარგი თუ ცუდი,უცხო ქვეყნებიდან ან მათი ელჩებიდან დირექტივას არ უნდა იღებდეს ქვეყანა. რაც შეეხება რევოლუციონერობას,რომელ რევოლუციას მოუტანია კარგი? რევოლუციის შემდეგ,მთელი ნაგავი სათავეში ექცევა,რადგან ამღვრეულ წყალში ადვილია თევზის ჭერა. ერთ ქართული სერიალის არ იყო,სადაც გენო შავდია ამბობს"რევოლუცია იმით დაიწყო რო ჩვენს სადარბაზოში ლიფტი გაძარცვესო",ხოდა ეს გინდათ? ვუყურებ ხმალაობას ფეისბუქზე სატირალი ამბავი ხდება,სერიალ ტიფლისის ეპიზოდებს იშველიებთ თქვენი მხარე და დავიჯერო არ იცით რო ეს ფილმი ბიძინას ფულით იქნა გადაღებული ჯდსზე? ასე ყველაფრის უცოდინარი რანაირად ხართ,როცა პოზიციის გასამყარებლად იყენებთ მოწინააღმდეგის შექმნილ ნამუშევარს.ბერა ივანიშვილია მაგ ფილმის პროდუსერი:) უბრალოდ,არ შეიძლება ასე,ყველაფრის დანგრევა გინდათ,ხოდა რამე აგიშენებიათ? სადღეგრძელოს რაც შეეხება,არავის უხსენებია რო ეგ არის პატრიოტობა,თუმცა სახელმწიფო ქონების ხელყოფაც არ არის პატრიოტობა. საერთოდ,გირჩა ჯაფარიძესთან რანაირად დგახართ ან ელენე ხოშტარიასთან? ეს უკანასკნელი რუსულ რუბლებს იღებს,ეს თავად ოპოზიციონერმა ხვიჩიამ თქვა. ვიცი რო იტყვით,ჩვენ მათთან არ ვდგავართო... შეიძლება ეგრეა და გეტენებიან,მარა რევოლუციას რო აწყობთ,პოლიტიკოსები ხო უნდა მოვიდნენ მართველობაში და ეგ ხალხი არ მოყვება "საჩუქრად"? ამაზე გიფიქრიათ? თუმცა რა ფიქრი,ერთ უჯრედიანი ამებები ხართ და ფიქრისთვის დრო არ გრჩებათ. მოდი ილიას თავი გავანებოთ და გურამიშვილით გეტყვი:ქართლელების აღმა ხნული,კახელებმა დაბლა ფარცხეს,საქართველოს მოუვლინეს,საუკუნო გასაჭირი. ამ სიტყვებში ჩანს რასაც თქვენ აკეთებთ,ფულის გამო ამის გაკეთება არის უპატიებელი ცოდვა.
გიორგის
05 მაისი 2024 15:28
1
აბა რა, გზის გადაკეტვა და პროტესტის გამოხატვა რა ქვეყნის სიყვარულია? ლიტრიანი ყანწით რომ ღვინოს ჩაისხავ, წინაპრების გულისამაჩუყებელ სადღეგრძელოს რომ დალევ და ხაშლამას შეექცევი, ეგ არის ძმაუ "ქართველიბა". თქვენს გაკოყეყეჩებულ თავზეც გავიარე, თქვენი შემყურე დაწერა ილიამ ლექსი "განა არის სადმე ერი"
გიორგი
05 მაისი 2024 07:37
3
შეეშვით თქვე ოჯახმიწუწულებო ამ ბიჭებს ორივე მხრიდან! ნაძირლები და გამყიდველები რომ ხართ, ყოველ გამოსვლაში როგორ უნდა დაამტკიცოთ იდიოტებო!
გგგ
04 მაისი 2024 23:34
2
ჯობია ხვიჩას თავი დაანებო და შენს ცხოვრებას მიხედო. ხვიჩა შენსავით არ იკოტრიალებს კამერების წინ ტიტლიკანა.
გორგოძე
04 მაისი 2024 23:27
3
სუპერუტიფარო კალაძე! ამ ბიჭებს თავი დაანებეთო, რომ გაჰკივი, თქვენ არ იყავით არჩევნების წინ ტალახაძეს რომელიღაც თქვენი ნომერი რომ გამოათრევინეთ ეკრანზე? თუ გგონია, რომ ყველა ყველაფერს ივიწყებს და მხოლოდ შენს ნაბოდვარზე ცეკვავს? ამ ტალახაძემ, თუ მთლად მექანიკურ მოწყობილობად არ არის უკვე გადაქცეული, ის მაინც მოინანიოს საჯაროდ, რაც მაშინ გააკეთა თუ გააკეთებინეს. ანდა ნუ მოინანიებს, მისი საქმეა.
ელიასი
05 მაისი 2024 10:52
6
ხვიჩას ვერავინ დაამცირებს, შენს ჩასვრილ ცხოვრებას მიხედე....
ზაზა
04 მაისი 2024 23:10
7
კალაძე ამით ხვიჩას კი არ იცავ ამცირებ, თითქოს თვითონ არ შეუძლია აზრის გამოხატვა.აქაც ისე ჩანს თითქოს ვინმემ უკარნახა რა უნდა დაეწერა.სხვა ფეხბურთელებზე ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩება. 23 წლის არის გაიძახით ბავშვიაო, იმ აქციებზე მაგაზე პატარები დგანან.ბავშვი კი არა უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა, უბრალოდ არ შეუძლია აზრის დამოუკიდებლად გამოხატვა.
LLL
04 მაისი 2024 22:16
9
რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემზე წინ ნუ გადახტებიო, რატომ არ მიჯერებ? შენ რომ აგეტლიკინა, არც საყდრისს შემახსენებდნენ და არც შენ შენს ავტოგოლებს გაიხსენებდნენ (არც ძმის ამბავს). ჩემს ყურამდე მოვიდა ამბავი ატკატებს გიტეხავსო. არ ვარგა მასე - ჩედმი წილი ჩემია! ისეთი რაღაცა თქვი, ყველამ ვერ გაიგო, (მათ შორის მეც) დაანებე ჭკვიანი კაცის როლის თამაშს და უტვინო ხუმრობებს მთავარი ოხუნჯი გუნდში - ირაკლია, მთავარი პუტინისტი ვოლსკი, მთავარი მაყუთისტი - კლანს რომ ეძახიან. მე მალე, წყალდიდობები რომ შეწყდება, ბრაზილიაში მომიწევს წასვლა, იქ გავიტან ამ კანონს - რუსულს მაინც არ დაარქმევენ. ასე რომ - ჩაო ატკატისტ!
ბორია ჭორვილელი
04 მაისი 2024 21:56
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული