"ხვიჩა კვარაცხელია დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად იქცა" - რას აცხადებს კახა კალაძე?

AutoSharing Option
თბილისის მერი კახი კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია"- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია.

აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის
მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად.

ხვიჩას განცხადება მკაფიოა- ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!
საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!"- წერს კახა კალაძე.

alt"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა

alt"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

altხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

alt"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 140 /
ვინც ხვიჩას აბულინგებთ მაგარი საცოდავები ხართ, ბოღმა გახრჩობთ რომ თქვენნაირი ცხვარი არ არის და არა ბღავის თქვენსავით. ბიჭმა თქვა ის რაც თავის გულში აქვს, რა ვალდებულია თქვას ის რაც ამ ცხვრის ფარას გინდათ. ზოგადად ყველა ლუზერის მახასიათებელი ნიშანია რომ სძულთ მასზე წარმატებული ხალხი, ნათქვამია ბოღმიანი კაცი დღეში ათჯერ კვდებაო, ეგრე მოგდით თქვენც. რაც შეეხება კალაძის ავტოგოლებზე ვინც ქილიკობს, თქვენ ფეხბურთში ისე ხართ, როგორც ვირი ყანაში, რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი გოლი გაიტანა თავის კარში და შემდეგ ეტაპზე ჩელსი გავიდა და იმ წელს ლიგა მოიგო, მაგრამ ამის გამო არავის სიტყვა არ დასცდენია რომ ვარანი გაეკიტიკებინათ, მითუმეტეს თან არაესპანელი იყო. ქრისტე აღსდგა, საქართველოს გაუმარჯოს
მამუკა
04 მაისი 2024 17:47
33
თქვენ აქ ერათად მუშაობთ ?
ხელფასი ფიქსირებულია,თუ გამომუშავებაზე ?
ბონუსებიც გაქვთ ?
-----------
უჰ, "თქვენ" გაიხარეთ, კარგად ხუმრობთ ! )))))))))))
ტყუპი დები - zurа222 და ნაპო*ლეონი
04 მაისი 2024 19:00
1
ვირი და ილიაუნის სტუდენტი მაგარი იყო, 100%
ნაპოლეონ-ს
04 მაისი 2024 18:54
1
ყველა გამოხმაურება
ბატონო მერო,
ნამუსი მაინც არ გაქვს (რწმენას ვინ ჩივის?) აღდგომა დღეს კიდევ სიცრუე უნდა ისაუბროთ? ვერ მართავ ამ ქვეყანას, დააქციეთ და რა დროს ფეხბურთია? კვარაცხელია უშველის ამ დამშეულ და გაღატაკებულ ქვეყანას? კალაძის ჯიბიდან დანახული საქართველო არავის სჭირდება. ვერ აკეთებ საქმეს? წადი და აცალე სხვას. ასფალტი, ხიდი და სვეცკი ნაგვის ურნა მკვდარზე "ვენოკივითაა". დაცარიელდა ქვეყანა, სიღარიბე გაღრმავდა და ეს სოციალური პროგრამები პარტიულ აქტივს ხმარდება ძირითადად. ხედვაა პრობლემა. თქვენ ვერ ხედავთ ამ პრობლემებს სამწუხაროდ და ცდილობთ მხოლოდ პოზიტიური დაინახოთ, რაც ცუდი არაა, თუმცა უძალიანესად ცოტაა.
სიმართლე
04 მაისი 2024 17:41
8
რა ფლიდი ხარ კალაძე. ქოცებმა მიუსიეთ ტროლბოტები და ახლა რეებს ბოდავ? უწიგნურო სიტყვა ფაშიზმი იცი რას ნიშნავს და ვისზე უნდა თქვა ეგ ბრალდებაა იცი? რუსულ კობახიძის ნარატივს დააჯექუ ადრე ფაშიზმს ხშირახ რომ ხმარობდა? ხშირად ფაშიზმე იმიტომ ლაპარაკობთ ქოცები ოკუპანტი რომ მოიპატიჟოთ “საჭიროების შემთხვევაში” ისე როგორც ბელორუსში ან ყაზახეთში იყო? დავალებებს ნაბიჯ ნაბიჯ მიყვებით, მაგრამ რუსები დამარცხდებით საქართველოს ამ თაობასთან.
G.LA
04 მაისი 2024 17:37
11
ამ ბიჭს ქათმების ტელევიზიიდან როგორ აბულინგებდნენ არ გახსოვს, კაცს ეკლესიაში სიარულისთვის ბნელი და რუსეთუმე უწოდეთ და პრეზერვატივზე დაახატეთ და კიდევ ქოცებს აბრალებთ, კარგით რა, ქოცებს თავიანთი ეყოფათ.
არ გახსოვთ
04 მაისი 2024 19:01
4
შე ნაც ქათამოო DD
zura222
04 მაისი 2024 18:16
9
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებოო.კალა,კვარა ნამდვილი პატრიოტები ვინც არიან ეტყობა.რაც მთავარია არ აყვენ ევროპულ აგენტურ ქსელს.
ყოფილი კომუნისტი
04 მაისი 2024 17:03
34
რით ვერ დაიხოცეთ ეს ყოფილი კომუნისტები)))
ვოლსკი
04 მაისი 2024 17:42
9
ეს ის კალაძე არ არის იტალიასთან საკუთარ კარებში ორი გოლი გაიტანა? უსირცხვილო ადამიანია
simartle
04 მაისი 2024 16:45
23
როგორც ვსაუბრობ, ისე ვწერ.
არავის ადვოკატი არ ვარ, რასაც ვხედავ და მესმის, იმას ვამბობ.
ფულს არავინ მიხდის რამის თქმისთვის.
ჯამრთელობაზე, მადლობა.
ქრისტე აღსდგა.
100%
04 მაისი 2024 18:00
5
1. ქართულად წერა ისწავლე !
"იზავ", "პრასტრელი" და ა.შ. არც სწორია და არც ქართულია ...
2. ორი "გაუპრავებელი" ავტოგოლის "გაპრავების" უნიჭო მცდელობას შეეშვი - ავტოგოლების ახსნა შეიძლება, მაგრან არ "პრავდება" !
3. კარის უკან მჯდომის დანახულით "პრასტრელის" ახსნა-შეფასების უნიჭო მცდელობაზე, გეტყობა ფეხბურთშიც ისე ერკვევი, როგორც ქართულ გრამატიკაში .
-----------
აბსოლუტურად არ მინდოდა გულისტკენა , მაგრამ ...
არცერთი ფულზე/ფულით და ძალაუფლებით გაგიჟებული კაცი არაა დასაცავი...
დიდხანს იცოცხლე !
100 % -ს
04 მაისი 2024 17:47
5
ყველა გამოხმაურება
რაღაც ჯგუფი იკვრება და სტალინზე გამოგონილ ტყუილებს დებს. . .მერე ვითაც იწყებს გინებას. . იღებს პასუხს. . თავიანთ გინება ტოვებენ სხვისას შლიან. . მერე დათვლი ნეგატიურ კომენტარებს და რას ხედავ ასოასო ემთხვევა 82 და 69 უარყოფითი კომენტარი. .აი ესენი მერე სხვა აზრის მთქმელს ტროლბოტია ეძახიან
ნაპოლეონი
04 მაისი 2024 16:33
12
ცოტა დაოკდი, რა ამბავია, რა დღეში ხარ !
გამომუშავებაა?!
აუ, ეს რა მაგრად უბერავს !
04 მაისი 2024 19:05
1
კახა ბიძია, საზღვარს ტანზანიიდან გლობალური ომის პარტია მოადგა, გვიშველე რააა. სქესი უნდა შეგიცვალოთო ბავშვებს, ჩვენ კიდე არ გვინდა.
აჩიკო, 5 წლის
04 მაისი 2024 16:07
13
ფეხბურთელების შტერად გამოყვანის უსუსური მცდელობაა.შეგრცხვეს კახა მართლა გგონია რომ ამას ვინმე ჭამს დღეს?
საქართველო
04 მაისი 2024 16:04
14
ნუ დაგავიწყდება რომ ციხეს ორი კარები აქვს...
ალექს -ს
04 მაისი 2024 15:54
8
ბატონო კახი. თქვენს სიტყვებს რომ მეტი წონა ჰქონდეს, აუცილებლად უნდა მოჰყვეს ქოცების ინტელექტუალური ლიდერების ( მხედველობაში მაქვს ყაველაშვილი, სუბარი,ზარქუა,ინჯია და რა საკვირველია სრულიად "დამოუკიდებელი მოსამართლის" მურუსიძის) კომენტარები. ჩვენ გვჯერა ბატონი ბიძინას "უმწიკვლო პატრიოტიზმის","განათლების" და "სტრატეგიული შორსმხეველობის". ეკლესიის ანაფორიანი ჩეკისტებიც თუ ერთი ორ სიტყვას დაამატებენ, ხომ საუკეთესოა
Walter White
04 მაისი 2024 15:48
14
მიშა სპეცმუშაკია და არა ლიტმუშაკი,მან ბრწყინვალედ იცის საბჭოური ტიპის სახელმწიფოს მართვის ანატომია და იყენებს უშეცდომოდ,ვიმეორებ უშეცდომოდ !

არცერთი შეცდომა არ დაუშვია ,ისე მიაღწია შედეგს ! მიშას არაფერი შეშლია, არც შეშლილია, კგბ-ა და ზედმიწევნით შეასრულა საქართველოს დაცემის ჩეკისტური ინსტრუქცია , ამერიკა არა კვახი, მაგათ "შეიცურეს" მიშა, ვითომ ჭამეს "შუქურა" და მიუქსიეს პუტინს, ერთიც კგბ , მეორეც, ჭამონ ერთმანეთიო, მიშამ ჭამა საქართველო! აბა ჩვენ ნატოო? ევროკავშირიო ? ჰმ, სსრკ თვალსა მარგალიტს , საქართველოს მიშას და მიშიანცების წასვლა მოსვლის პირობებში სსრკ კარიც დახშული აქვსთ, ნატოსი მითუმეტეს! მიშამ ჭამა საქართველო! ჩვენ ვჭამეთ მიშა, მერე ქოცი ვჭამეთ, ახლა ისევ მიშა იქნება საჭამი და ასე, პაპის ვალს მამა გადაიხდის, მამისას შვილი, იმისას შვილიშვილი და ვიფრენთ დილამდე! როდემდის ? სანამ ჭკუას არ ისწავლით და არ დაემშვიდობებით ჩეკა კგბ კომპარტია კომკავშირს, აი იქამდე!
ალექს
04 მაისი 2024 16:19
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული