გიორგი გაგუა და ოთო გოშაძე „აფლელუ პარიზის“ ლიმიტირებული კოლექციის კამპანიაში - სათვალე სპეციალურად საქართველოს მხარდასაჭერად შეიქმნა

AutoSharing Option
Afflelou Paris-ის განსაკუთრებული მილოცვა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ბრენდმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა, რომლის სახეებიც ფეხბურთელები: გიორგი გაგუა და ოთო გოშაძე გახდნენ. 

Sportall.Ge

ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად, ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრნენ და გამარჯვება გულშემატკივართან ერთად აღნიშნეს. Afflelou Paris-ის ქართული ფრანშიზის გენერალური მენეჯერი ანი გიგინეიშვილი განმარტავს, რომ სათავო ოფისმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად მიიღო.

„26 მარტის ღამეს, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველად
გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ბრენდის სათავო ოფისის წარმომადგენლებმა თავად იხილეს გულშემატკივრების ემოცია და ზეიმი, რომელიც მთელ ქალაქს მოედო და დილამდე გრძელდებოდა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ აქვე გადაწყვიტეს, ჩვენთვის განსაკუთრებულად მოელოცათ ეს მოვლენა. თავად შექმნეს ახალი, ლიმიტირებული ხაზის დიზაინი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 500 სათვალე დამზადდა და ამ ფორმით გვაგრძნობინეს, რომ ჩვენ გვერდით არიან და წარმატებას გვისურვებენ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო ტურნირზე.

სათვალე, თავისი დიზაინიდან და ფორმიდან გამომდინარე უნივერსალურია და მოერგება როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მისი დახვეწილი დიზაინი კი საშუალებას მოგცემთ, აქსესუარი თამამად ატაროთ როგორც სტადიონზე, ისე სხვა ნებისმიერ ვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კამპანიაში ჩაერთნენ ქართველი ფეხბურთელები და დარწმუნებული ვართ, რომ ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - აღნიშნა ანი გიგინეიშვილმა.

Sportall.Ge

ახალი ხაზი წარმოდგენილია Afflelou Paris-ის კონცეპტუალურ მაღაზიებსა და ჯპს-ის აფთიაქებში. მისი ღირებულება 149 ლარია. გულშემატკივრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში, ნაკრების მხარდაჭერა გამოხატონ ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი აქსესუარით, რომელსაც მუდმივად თან ატარებენ. 

Sportall.Ge

ისტორია იწყება შენით, უგულშემატკივრე ნაკრებს და გააზიარე ემოცია Afflelou Paris-თან ერთად, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საინტერესო სიახლეებს გვპირდება.

ფოტო: სალი დუნდუა

მარკეტინგის მენეჯერი: დათა ალექსეევი

პროექტს გვერდში დაუდგა: Ballermanagement

R
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგუა სამოდელოში გადავიდა? წარმატებები
ვაი
08:21 12-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული