"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" კრიშტიანო რონალდოს შესახებ წერს.

"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, რატომ ტირის კრიშტიანო ყოველი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ?", - წერს ბასილაშვილი "ინსტაგრამზე".

Sportall.Ge

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 19 /
მე გეტყვი ნიკოლოზ, მაქსიმალისტია, არ არსებობს მისთვის გამსვლელი თამაში, თუ მოედანზე ხარ ბოლომდე უნდა დაიხარჯო, თუ არ აპირებ ბოლომდე დახარჯვას მაშინ საერთოდ არ უნდა გახვიდე, ისე შენც ჩემო ნიკა რონალდუს ხასიათი რომ გქონოდა დღეს სულ მცირე ათეულში იქნებოდი
მამუკა
01:47 27-06-2024
12
ნიკოლოზ, შენ 2-3 ტურნირი მოიგე, 1-2 მილიონი იშოვე და რეიტინგით მე-16 ნომერმა ათასეულს მიღმა გადაინაცვლე(არავინ მომედავოს, რომ მხოლოდ ტრავმის ბრალია რეგრესი), რონალდოს კი გოლების გატანის და ტიტულების მოგების ჟინი არ უნელდება, მაგიტომაც არის დიდი სპორტსმენი.
Dato
11:24 27-06-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული