![](https://sportall.ge/pictures/image5/fb28865592b0b12401298ca99e979b07.jpg)
მანამდე გეტყვით, რომ ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დავასრულეთ, რაც წინა ოლიმპიადასთან შედარებით, ერთი ვერცხლით ნაკლებია.
წინა გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული - საფრანგეთი
![ქართველმა ძიუდოისტებმა წინაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს - რა შანსი გვაქვს გუნდურში და შესაძლო ნახევარფინალი საფრანგეთთან Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4580f9fa2376af53e1a39f5672c23d3f.jpg)
ტოკიოს ოლიმპიადის გუნდურ ტურნირზე საფრანგეთის ნაკრებმა იაპონიას ფინალში (4:1) აჯობა, გერმანიამ და ისრაელმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მაშინ საქართველოს ნაკრები გუნდურში
3 აგვისტოს ჩვენი ეროვნული გუნდი პირველ წრეში ისვენებს და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. გუნდური შეჯიბრება ჩვენი დროით 10:00 საათზე დაიწყება. მერვედფინალიდან იასპარეზებენ უზბეკეთისა და კანადის ნაკრებები. თუკი ლაშა გუჯეჯიანის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სწორედ ამ წყვილში საუკეთესოს შეეჯიბრება.
ოქროს მედალი მხოლოდ ბექაურმა მოიპოვა...
![ქართველმა ძიუდოისტებმა წინაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს - რა შანსი გვაქვს გუნდურში და შესაძლო ნახევარფინალი საფრანგეთთან Sportall.Ge](/pictures/artimages/original/efef158b31ddacd8227afa6e818e5276.jpg)
ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, იქ საფრანგეთის ნაკრებს გადავეყაროთ. რაც შეეხება ფინალში გასვლისთვის მებრძოლ მეორე წყვილს, ლოგიკურად, იაპონიას გერმანია ან ბრაზილია უნდა დაუპირისპირდეს.
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]