თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან, ტედი რინერთან დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ტედის პროვოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. 

გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.

სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სამი მე­და­ლი აქვს. ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის
ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (100კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში (ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.

მკითხველის კომენტარები / 60 /
სწორადაც მოიქცნენ. არ მოსულა ის რაც თუშიშვილმა გააკეთა.
გენომაც არანაკლებ აგრესიულად აღნიშნა ირანელთან მოგება მაგრამ ამის გამო ქუჩური გარჩევა მისთვის ხალიჩაზე არ გამართლდებოდა.
გგგ
16:09 01-09-2024
1
ვისაც ეჭვი გეპარებათ რინერის არაკაცობაში,დააკვირდით როგორ კოტრიალობს ამხელა გიგანტი თუშის მსუბუქ ბიძგზე
ნიკა
17:10 03-08-2024
4

სიახლეები პოპულარული