გურულიდან ტალახაძემდე - 4 აგვისტოს მედალს გავინაღდებთ ან გავაუმჯობესებთ - სანამ ჭიდაობა და ძალოსნობა დაიწყება...

AutoSharing Option
ჭიდაობისა და ძალოსნობის ტურნირის დაწყებამდე, სადაც მედლების მოლოდინი გვაქვს, კვირას, 4 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ) ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მარცხის შემთხვევაშიც აქვს და მეტი შეუძლია, თუკი, მინიმუმ, ნახევარფინალს დაძლევს.

თბილისის დროით 19:06 საათზე ქართველი მოკრივე კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

27 წლის ( 27 აგვისტოს 28 წლის ხდება) გურულმა უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჯერ აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს აჯობა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 1 ოქრო
(ბექაური) და 2 ვერცხლია (გრიგალაშვილი, სულამანიძე). აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს საქმეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ. 13:30 საათიდან) ჩაერთვება. ჩვენი ოლიმპიელებიდან გამოსვლას 10 აგვისტოს (+102 კგ, 22:30 საათიდან) ძალოსანი ლაშა ტალახახე დაასრულებს.

altშავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მან ყველაფერი მომცა და მასთან ვალდებული ვარ!..

altკიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
რან გააბოროტა ეს ხალხი, ვერ გავიგე. დგუგლეთ და ნახავთ, რომ გურულის შანსი ტოტლიზატორებში არის აე 40%, თუ იქ გავიდა, მერე ჩემპიონობის შანსი არის 1/2. რატომ აგინებენ ამ ადამიანს, ვერ გავიგე. რასაც შეულია აკეთებს.
სიმართლის მოყვარული
17:01 03-08-2024
0
დარწმუნებული ვარ მედლები კიდევ დაცვივა და მინინუმ ერთი ოქრო იქნება
ტატო
15:55 03-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული