გურულიდან ტალახაძემდე - 4 აგვისტოს მედალს გავინაღდებთ ან გავაუმჯობესებთ - სანამ ჭიდაობა და ძალოსნობა დაიწყება...

AutoSharing Option
ჭიდაობისა და ძალოსნობის ტურნირის დაწყებამდე, სადაც მედლების მოლოდინი გვაქვს, კვირას, 4 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ) ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მარცხის შემთხვევაშიც აქვს და მეტი შეუძლია, თუკი, მინიმუმ, ნახევარფინალს დაძლევს.

თბილისის დროით 19:06 საათზე ქართველი მოკრივე კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

27 წლის ( 27 აგვისტოს 28 წლის ხდება) გურულმა უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჯერ აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს აჯობა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 1 ოქრო
(ბექაური) და 2 ვერცხლია (გრიგალაშვილი, სულამანიძე). აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს საქმეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ. 13:30 საათიდან) ჩაერთვება. ჩვენი ოლიმპიელებიდან გამოსვლას 10 აგვისტოს (+102 კგ, 22:30 საათიდან) ძალოსანი ლაშა ტალახახე დაასრულებს.

altშავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მან ყველაფერი მომცა და მასთან ვალდებული ვარ!..

altკიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე მარტო მოჭიდავეები და ტლახაძე გაგვეშვა ხომ არ სჯობდა,სხვებს მაინც წარმატების ნული შანსი აქვთ, ხოლო ოლიმპიადის პოპულარულ-სათამაშო სახეობებში, მძლეოსნობასა და ცურვაში საერთოდ არაფერს წარმოვადგენთ-მარტო ჭიდაობა ჩრდილოკავკასიელებივით და კიდევ რამდენიმე ქვეყანა რომელიც მარტო ჭიდაობას აწვება,არადა უკვე 30 წელზე მეტია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თუმცა ამ ოლიმპიადაზე კი გქონდა შანსი ფეხბურთის გუნდით ვყოფილიყავით წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენმა ვასკვლავ ბიჭებმა დასვენება და საკუთარ კლუბების ინტერესები დააყენეს წინა პლანზე და რაც მიიღეს აღარ გაგახსენებთ.....
2
რან გააბოროტა ეს ხალხი, ვერ გავიგე. დგუგლეთ და ნახავთ, რომ გურულის შანსი ტოტლიზატორებში არის აე 40%, თუ იქ გავიდა, მერე ჩემპიონობის შანსი არის 1/2. რატომ აგინებენ ამ ადამიანს, ვერ გავიგე. რასაც შეულია აკეთებს.
სიმართლის მოყვარული
17:01 03-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული