საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ისტორიული შედეგი

AutoSharing Option
3 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი - საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა.

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობდა ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს, სადაც საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში იასპარეზა 28 სპორტსმენმა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა +102 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, -97კგ).

ბრინჯაოს მედლის
მფლობელი გახდა მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ).

მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიოს რეკორდსმენმა, ლეგენდარულმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც შეძლო ათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

აღსანიშნავი და სამაყოა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ იზეიმა ოლიმპიური ჩემოპიონობა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, რომელიც საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი რომელმაც ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა, ლეგენდარულმა ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია ვინც სამჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ისტორიულია გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალიც. გენო გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ღირსეულად წარადგინა საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

საქართველომ 206 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ასევე საუკეთესო გუნდური მაჩვენებელია.

წყარო: geonoc.org

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოლიმპიორი მონაგარის ცხრის გადახედეთ და ვიამაყოთ ყველამ ერთად საქართველოს გამოსვლით. ქვეყნებს არ ჩამოვთვლი თვითონ შეავლეთ თვალი ჩვენ 3 ოქროს და ჩვენს დაბლა მყოფ ქვეყნების მონაგარს. ყოჩაღ ჩვენ ნაკრებს. ვულოცავ მედლება ყველა მათგანს და უმედლოებს მოუწოდებ კიდევ უფრო დიდ შრომას, რადგან მომავალის იმედით უჯეთესი გამოსვლა შეგვიძლია. მადლობა ყველა სპორტსმენს ვინც საქართველოს დროშის ქვეშ იბრძოლა. წარმატება და გამარჯვება ყველა მათგანს.
G.LA
21:05 12-08-2024
2
კარგია ეს,ნამდვილად გასახარი.ამავდროულად,აუცილებელია სერიოზული მუშაობა,სპორტის მრავალმხრივი,პროგრამული,დიდი მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზე და უკვე მომდევნო ოლიმპიადაზე სრულიად შესაძლბელი გახდება ამ შედეგის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
წინ,საქართველო!!!
ბრაზი
19:24 12-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული