დატვირთული და "გრძელი" დღე - კვარაცხელია, თოფურია, ჩაკვეტაძე...

AutoSharing Option
დღეს, 26 ოქტომბერს, მნიშვნელოვანი შეხვედრები მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია ტიტულს პირველად დაიცავს. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთს, "რეალი" "ბარსელონას" წინააღმდეგ!.. აქვე შეგახსენებთ, 26 ოქტომბერი საქართველოში არჩევნების დღეა.

8 მატჩში 19 ქულა ამ საუკუნეში "ნაპოლისთვის" ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ანტონიო კონტემ აშკარად გარდასახა ის გუნდი, რომელსაც გასულ სეზონი ძალიან წარუმატებელი ჰქონდა და ჩემპიონობაზე კვლავ ფიქრობენ.

ნეაპოლელები დაცვაში საიმედოდ თამაშობენ, სერია "ა"-ს ბოლო 5 მატჩში (ერთი თასზეც) ოთხში კარი მშრალად შეინახეს, ბურთები კი 10:1-ზე. რაც შეეხება ბურთის ფლობას, ევროპის
ტოპლიგებში ლიდერებს შორის მყოფ გუნდებში მათ ამაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ და იტალიის ჩემპიონატში ამ მხრივ მე-11 ადგილზე არიან - მხოლოდ 47%.

"ნაპოლის" შაბათის საშინაო მეტოქე
"ლეჩეა"(თბილისის დროით 17:00 საათზე), სადაც კონტე კარიერას 16 წლის ასაკში იწყებდა, პირველი გოლი კი სამი წლის შემდეგ სწორედ "ნაპოლის" გაუტანა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ამ გუნდებს შორის 2 ფრე დაფიქსირდა. ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი მათთან ვიქტორ ოსიმენისთვის შესრულებული საგოლე პასია. "ლეჩე" გასულ ტურში "ფიორენტინასთან" (0:6) განადგურდა, ყველაზე ცოტა აქვს გატანილი, ყველაზე ბევრი გაშვებული და მთავარ მწვრთნელ გოტისთვის იქნებ ეს ბოლო შანსიც იყოს. მათ შემადგენლობაშია ალბანელი რამადანი(ბერიშა ტრავმირებულია), რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისში 90 წუთი ითამაშა. აქაა ხორვატი ანტე რებიჩი, "მილანიდან" თურქეთში რომ წავიდა და ისევ იტალიას დაუბრუნდა.

ლობოტკას კვლავ გილმორი ჩაანაცვლებს, მეკარე მერეტი კი სასტარტოში დაბრუნდება.

Sportall.Ge

რომელუ ლუკაკუს სერია "ა"-ში 73 გოლი და 26 საგოლე პასი აქვს, ასამდე კი მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აკლია. ამისთვის მას ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა და ორჯერ პარტნიორებს გაატანინა. "კვარა" საჯარიმოს გარედან (12) დარტყმებით მეორე ადგილზეა, პირველზე კი (15) "ლეჩეს" მონტონეგროელი ფორვარდი კრსტოვიჩია.

შეხვედრის მთავარი არბიტრი პარიდე ტრემოლადა იქნება, რომელიც ნეაპოლელებს მესამე ტურში, "პარმასთან" მოემსახურა, სადაც პენალტიც იყო, გაძევებაც და საკმაოდ ბევრი გაფრთხილებაც.

ამ მატჩის შემდეგ, 19:00 საათზე, საფრანგეთში ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ანჟეს" ესტუმრება, მანამდე, 15:30 საათზე, ინგლისის ჩემპიონშიპში, გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "ბლექბერნს" დაუხვდება; უფრო ადრე, 15:00 საათზე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" "ჰერტას" უმასპინძლებს.

Sportall.Ge

დღის მთავარი საფეხბურთო აფიშა მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზეა". 23:00 საათზე "რეალი" იმ "ბარსელონას" უმასპინძლებს, რომელიც ჰანსი ფლიკთან ერთად ბრწყინვალე ფორმაშია და მიუნხენის "ბაიერნი" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა. კატალონიელები მთავარ მოწინააღმდეგეს სამი ქულით აღემატებიან...

26 ოქტომბრის საღამოს UFC-ის ქამრის დაცვას ილია თოფურია მაქს ჰოლოუეისთან ეცდება. აბუ-დაბიში ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება, ქართველის ანუ დღის მთავარ ორთაბრძოლას ყველაზე გვიან, ჩვენი დროით, სავარაუდოდ 01:00 სთ-ისთვის ველით.

alt"კვარა" პროფესიონალი და სამაგალითოა" - კონტემ ხვიჩას კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა

altქოჩორაშვილის კარგი მატჩი - "ლევანტემ" "დეპორტივოს" მოუგო

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარას ვისურვებდი ბარსაში

რას დახატავდა ბარსას მარცხენა ფლანგს?! :)
აქეთ კვარა. იქით ლამინე იამალი :)
იფ. იფ
8
რაფინია სად? ტაშკენტის პახტაკორში? კვა მე მამარდასთან ერთად მინდა ლივერპულში. დამთავრდა!
მალხაზ ჯობავა
11:49 25-10-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული