ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობასთან ახლოსაა - გავიხსენოთ კარიერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ახლოსაა, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდეს. სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნებამ" ის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, რასაც თბილისის "დინამო", "სამტრედია" და ვლადიკავკაზის "სპარტაკი"(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.

ყაველაშვილი და ქინქლაძე "სიტიში"

Sportall.Ge

1996 წლის 1-ელ იანვარს ყაველაშვილი "მანჩესტერ სიტის" რიგებში ჩაირიცხა, საიდანაც ის "გრასჰოპერში" იჯარით გაუშვეს, ამის შემდეგ კი სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში თამაშობდა - "ლუცერნი", "სიონი", "აარაუ", "ბაზელი" და "ციურიხი". საქართველოს ნაკრების ფორვარდმა
მიხეილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო.

შეგახსენებთ, მომავალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა და მას 300 ხმოსნით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს აირჩევს.

altმიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ

altმიხეილ ყაველაშვილი: უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი

მკითხველის კომენტარები / 114 /
სამწუხაროა,მაგრამ ასეა "მამების" თაობა "შვილების"თაობას ომს უცხადებდეს და აჯავრებდეს,ეჯღანებოდეს,ენას უყოფდეს არსად არ გამიგია.გასაგებია ყველაფერი,მაგრამ რაღაც შუალედური ხომ შეიძლებოდა გამოსავალი გამოგვეძებნა?ეს არის პოლარიზაციის დასასრული?არამგონია ეს სიტუაციის დასასტაბილურებლად იყოს იდეალური გამოსავალი.დიპლომს რაც შეეხება არც ეგ არის პრობლემა ბევრი უდიპლომო ვიცით ყველამ ყაველაშვილზე და თუნდაც მდინარაძეე-წულუკიანზე განათლებულებიც.უცნაურია ამხელა პარტიაში(ნუ პარტიის გარდა ერთი კაცის საცირკო დასი უფროა)რომ ვერ გამოიძებნა ადამიანი ყაველაშვილზე უკეთესი და თუნდაც იმ ვაი უდიპლომობაზე საქილიკო არ იქნებოდა?თუნდაც ყოფილიყო კოკო გამსახურდია(არც ეს მამაცხონებული არ უქნია ღმერთს) მაგრამ ყოფილიყო ავიტანდით პატივისცემაში!ძალიან ცუდია როცა მშობლების თაობა შვილებს ასე ექცევა!
აბგდ
00:57 28-11-2024
1
ჰეე, რა იყო ხალხო უარესი არ გიხილავთ და არ გსმენიათ? არა? ნამდვილად?
კარგი, თუ ასეა ცოტაც გაძელით, სულ ოდნავ და მალე ისეთს მახავთ საკუთარი იმის ჰაბიტუსი დაგავიწყდევათ, საკუთრაი ისე დაგეჯღანებათ (ჩემი ჩათვლით).

ვიღაცამ ჩემი ცხენი გაიხსენ სენატში., ვუღაცამ ხაზეინის ზებრა, პინგვინი, ბაობაბი და ა,შ, სადა ბანაობთ!

სინამდვილეში ჩვენ ვართ ვირები, ჯორებიც, შესაბამისს ვიღებთ
GAIVS IVLIVS CAESAR AVGVSTVS GERMANICVS - Caligula
23:50 27-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული