"მძარცველებმა იარაღი დაადეს" - ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
გუშინ "ლიონის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია. მიქაუტაძე "ნიცასთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნიცა" 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

წყარო
მკითხველის კომენტარები / 19 /
თავის დროზე,ვამბობდი,რომ გიო მონაკოში უნდა გადასულიყო,მარა ლიონი არჩია. აი,რა განსხვავება არის ლიონს და მონაკოს შორის,მონაკო არის ქალაქ სახელმწიფო და სხვა ცხოვრების დონეა. იმას რო თავი დავანებოთ,საფრანგეთს პროგრესირებადი გადასახადები აქვს,ხოლო მონაკოს არა.სპორტსმენები მონაკოში რეგისტრირდებიან რეზიდენტებად,რათა ნაკლები გადასახადი გადაიხადოს,თუმცა გიომ არჩევანი გააკეთა. არც კარიერული ამბებისთვის იყო სწორი,თუმცა მისი გადასაწყვეტია. საფრანგეთში ბარდაგია სულ,მაროკო საფრანგეთის თამაშზე ჩხუბი იყო საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში და ესეც მრავლის მეტყველია.
იასონას უდარი
18:43 02-12-2024
3
მე საერთოდ არ გამკვირვებია,ძალიან მაღალია კრიმინალის დონე ევროპის ქვეყნებში,გერმანია და საფრანგეთი წალეკეს მიგრანტებმა,სირიიდან,ავღანეთიდან და არაერთი მუსულმანური ქვეყნიდან თუ აფრიკის ქვეყნებიდან. ეს ევროკავშირის ლიბერალური პოლიტიკის დიდი დამსახურებაა.
საქართველო
18:29 02-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული