"მძარცველებმა იარაღი დაადეს" - ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
გუშინ "ლიონის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Le progres-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია. მიქაუტაძე "ნიცასთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, სადაც მას ორი მძარცველი ელოდებოდა და იარაღის მუქარით ქართველის სახლში შევიდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, მიქაუტაძის სახლიდან დაახლოებით 250 000 ევროდ შეფასებული ნივთები მოიპარეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, გუშინ, ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ნიცა" 4:1 დაამარცხა. მიქაუტაძე კი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.

წყარო
მკითხველის კომენტარები / 43 /
სამწუხაროა. გიორგის ღმერთმა ასჯერ მეტი აშოვნინოს თავისი თამაშით. კარიერაში გამართლებას ვუსურვებ.
-
03 დეკემბერი 2024 15:58
0
სიმართლე მაინც გაიმარჯვებს , იმიტომ რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
kaxi
03 დეკემბერი 2024 11:46
14
სიმართლე მაინც გაიმარჯვებს. ივანიშვილის ბოტებს დასჯიან.
უფროსი ნაჩალნიკი
03 დეკემბერი 2024 11:58
7
ქურდებმა ეს ვიდეო ნახეს.
https://www.youtube.com/watch?v=RaLljq4l6U0
ქ. გ.
03 დეკემბერი 2024 11:37
2
კვარაცხელიაზეც მასე ამბობდით ქართველის გაეთებულიაო და ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში.ბევრი პატიოსანი ქართველი მუშაობს და სწავლობს ევროპაში და ყველა ქურდი არ არის.გამომივიდნენ აქ მორალისტები და ანგელოზები.თუ ყველა ქართველი კრიმინალია, თქვენ თურქები ხართ თუ არაბები ეგეც დაწერეთ ბარემ.სხვა ერის წარმომადგენლები რომ ქურდობენ ევროპაში ქართველები ახლოსაც ვერ მივლენ მათთან.
ლევანი
03 დეკემბერი 2024 09:07
4
დაიჭერენ ყაჩაღებს.
სამწუხაროდ, აღმოჩნდება, რომ ჩვენმა ქურდებმა გამოიჩინეს თავი.
ქ. გ.
03 დეკემბერი 2024 03:14
12
რავიცი ძალიან ცუდია,იმედია ქართველები არ იყვნენ და გული არ მოუკლეს ბიჭს,მაგრამ ეგეც შენი ლიონი მაგათი არასწორი...ყველაფერს აგინაზღაურებენ ჟორჟ გული არ გაიტეხო.
მირო+
03 დეკემბერი 2024 02:45
1
გაქურდვა აღარაა თუ იარაღი დაადეს. დაყაჩაღებაა
ქართველი
03 დეკემბერი 2024 00:35
0
საკვირველია ამხელა თანხის რა წაიღეს.ფაქტია ახლა ქეშს სახლში არავინ ინახავს.ერთადერთი რამე ძვირადღირებული საგნების კოლექცია თუ ჰქონდა.
ამაშია საქმე
03 დეკემბერი 2024 00:18
0
რამდენიმე მაჯის საათი წაიღეს
მედეა
03 დეკემბერი 2024 01:16
0
არ მინდა დავიჯერო მაგრამ მგონია რომ geo team-ის გადაცემას უყურეს მიქაუტაძესთან და ისევ "ქართველების" გაკეთებულია. ისე გულწრფელად ვიტყვი მაგრად არ მომეწონა მიქაუტაძის მარიაჟობები გადაცემაში ლამბორგინით, "ალკანტარებით" და ა.შ. მთავარია ჯანმრთელადაა, 250 ათას ევრო 3 თვის ხელფასი იქნება... გვიყვარხარ ბომბარდირო!
დელ ტორო
02 დეკემბერი 2024 22:38
17
Tavisi nashromia da sad dainaxe mand mariajoba da blataoba zaan tavdabali bicha da tan amave dros morwmune
Tete1234
03 დეკემბერი 2024 00:08
1
ვაი შენს პატრონს
თაზო
02 დეკემბერი 2024 23:31
2
ყველა გამოხმაურება
"დემოკრატიულ საფრანგეთში" ეს როგორ შეიძლება. ჩვენი პრეზიდენტი რომ ჩავა, კარგი იქნება დახვდნენ მაგასაც, აფრიკიდან ბევრი სიმდიდრე ექნება წამოღებული, საქართველოდანაც ალბათ.
ნინო
02 დეკემბერი 2024 21:54
29
ნინიკო მოდი რა შენ საქართველოზე იტირე დღე არ გავა გაძარცვა კიარა და ყელი რომ არ გამოჭრან ვინმეს და სიძულვილში რომ იხრჩობა ერი.. საფრანგეთში 67 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აქედან არ ვიცი რამდენი მაგრამ ძალიან ბევრი სხვა ეროვნების აარის მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და თითქმის ყველა ქართველია ერთმანეთს მაინც არ ჭამენ და არ კლავენ ყოველ დღე :)) ამიტომ სხვისკენ ხელის გაშვერა გეყოთ და თქვენ არცთუ ისე კარგ ერს მიხედეთ
ნინიკო 41ს
02 დეკემბერი 2024 23:04
11

სიახლეები პოპულარული