"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

AutoSharing Option
მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა Match TV-სთან საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე ისაუბრა.

"ყაველაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სამაგიეროდ მას კარგად იცნობის ვალერი გეორგიევიჩ გაზაევიი, რომელიც ფეხბურთელობის დროს "ალანიაში" ავარჯიშებდა.

შემდეგ წავიდა ინგლისში და ითამაშა საზღვარგარეთ. მიხარია, რომ პრეზიდენტად აირჩიეს. ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელები გაუნათლებელი ხალხია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.

სსრკ-ში ბევრი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ზოგიერთი მათგანი სპორტის მინისტრობის კანდიდატი გახლდათ. ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანი ხალხია. მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი საპატივცემულო
პროფესიად იქცევა", - განუცხადა კავაზაშვილმა Match TV-ს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რუსებს, ანზორ კავაზაშვილს და ზაზა ჯანაშიას, როგორ უხარიათ ყაველაშვილის პრეზიდენტობა.
ტაბუ
20:00 15-12-2024
9
რა თქვა ისეთი რომ გადაირიეთ? "ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანი ხალხია"-ო. არიან ისეთებიც ვისაც ორი სიტყვის გადაბმა უჭირს, მაგრამ ყველა ასეთი ხომ არაა. მაგალითად მანუჩარ მაჩაიძემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორიც გახდა.
goga
16:09 15-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული