მხატვრული ტანვარჯიში. მსოფლიოს ჩემპიონატი: ორივე ფინალში

AutoSharing Option
იტალიის ქალაქ პეზაროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მრავალჭიდის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ოთხი საგნის ჯამში, ფინალში 24 საუკეთესო მხატვრული ტანმოვარჯიშე იასპარეზებს. მათ შორის იქნება ორივე ქართველი - სალომე ფაჟავა და ელინა ვალიევა.

ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა კვალიფიკაციაში არასტაბილურად იასპარეზეს, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფინალში მაინც გავიდნენ.

სალომე ფაჟავამ, რომელსაც თითქმის ერთი წელიწადი გაუცდა, ჯამში 59,900 ქულა დააგროვა და მე-19 იყო. შედარებით უკეთ ის რგოლითა (16,400) და გურზებით (17,200) ვარჯიშში გამოვიდა. გურზებში სულაც ცალკეული სახეობების ფინალში იასპარეზა, მაგრამ 15,300 ქულა დაიმსახურა და მერვე ადგილზე დარჩა.

ელინა ვალიევა კი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტია, 58,650 ქულით 23-ე იყო. დებიუტის კვალობაზე ეს ურიგო შედეგი არაა. ვალიევაც შედარებით უკეთ რგოლითა (15,700) და გურზებით (16,300) ვარჯიშში გამოვიდა.

მრავალჭიდის ფინალი დღეს გაიმართება. სალომე ფაჟავას შანსი აქვს, დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და მისთვის ჩვეულ ლიდერთა ჯგუფს დაუბრუნდეს.

რგოლი
1. დინა ავერინა (რუს) - 19,100
2. არინა ავერინა (რუს) 19,000
3. კაჰო მინაგავა (იაპ) - 17,700

ბურთი
1. არიანა ავერინა (რუს) - 18,950
2. დინა ავერიან (რუს) - 18,700
3. ნევიანა ვლადინოვა (ბულ) - 17,950

გურზები
1. დინა ავერინა (რუს) - 19,000
2. კაციარინა ჰალკინა (ბელრ) - 18,050
3. არინა ავერინა (რუს) - 17,800

ბაფთა
1. არინა ავერინა (რუს) - 18,300
2. დინა ავერინა (რუს) - 17,200
3. ლიონი აშრამი (ისრ) - 16,650

მრავალჭიდი, კვალიფიკაცია
1. დინა ავერინა (რუს) - 74,775 ქულა, 2. არინა ავერინა (რუს) - 73,550, 3. ლინოი აშრამ (ისრ) - 69,550, 4. ნევიანა ვლადიონოვა (ბულ) - 68,000, 5. კაციარინა ჰალკინა (ბელრ) - 67,650.... 19. სალომე ფაჟავა (საქ) - 59,900.... 23. ელინა ვალიევა (საქ) - 58,650

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სალომემ მოირჩინა ტრავმები?მთავარი ესაა,შედეგები კი,მოვა.
სოსო
02 სექტემბერი 2017 10:00
0

სიახლეები პოპულარული